უმე-ს იერარქმა დაასახელა უკრაინაში დემოგრაფიული კრიზისის მიზეზები

ბარიშევის ეპისკოპოსი ვიქტორი (კოცაბა). ფოტო: Центр информации УПЦ

ბარიშევის ეპისკოპოსის  ვიქტორის აზრით, უკრაინის მოსახლეობის შემცირების მიზეზი სულაც არ არის კეთილდღეობის გაუარესება.

უკრაინელები მალე შეიძლება გაქრნენ  ევროპის ხალხთა რუკიდან, თუ არ მიიღება სერიუზული ზომები ოჯახური ფასეულობების მხარდაჭერის კუთხით, განაცხადა ბარიშევის ეპისკოპოსმა  ვიქტორმა (კოცაბა), კიევის მიტროპოლიის ქორ-ეპისკოპოსმა და

უკრაინის  მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ევროპულ საერთაშორისო ორგანიზაციებში.

2018 წლის სამი თვის განმავლობაში კიევს მოევლინა 8655 ბავშვი, 2019 წლის დასაწყისისთვის - 7892, ხოლო 2020 წლის იანვარ-მარტში - 7624 ბავშვი, - დაწერა მეუფემ თავის Telegram-არხზე. - ძნელი მისახვედრი არ არის, რომ მსგავსი რიცხვები ვრცელდება მთელ უკრაინაზე, რადგან მატება მთელ ქვეყანაში მნიშვნელოვნად ეცემა“.

ეპისკოპოსის სიტყვებით, დემოგრაფიული კრიზისის მიზეზი კეთილდღეობას არ უკავშირდება. მაგალითად, ომის შემდგომ პერიოდში დაბადებულთა რიცხვი იზრდებოდა, ახლა კი აფრიკის ეკონომიკურად განუვითარებელ ქვეყნებში ეს მაჩვენებელი მაღალია.

მეუფე ვიქტორი თვლის, რომ დაბადების მაჩვენებლის დონის დაწევა გამოწვეულია ისეთი ფაქტორებით, როგორც „მზარდი ეგოიზმია“ და სურვილი „ისიამოვნო ცხოვრებით“. გარდა ამისა, ამ პრობლემაში დიდ როლს თამაშობს ის, რომ მსოფლიოში მიღებული აღარ არის ოჯახში ბევრი შვილის გაჩენა.

„ასე ცხოვრობენ ევროპის ქვეყნებში, სადაც დემოგრაფიული დონე ყველა იმ ნორმაზე დაბალია, რაც აუცილებელია ერის შესანარჩუნებლად“, - დაწერა მეუფემ.

თუმცა დაბადების შემცირების მთავარ ფაქტორად იერარქი რელიგიურობის დაბალ დონეს მიიჩნევს, შესაბამისად - ღვთის მცნებების უგულებელყოფას.

„დიდი ხანია შემჩნეულია, რომ იქ, სადაც ღვთის რწმენა ძლიერია, ოჯახებიც დიდია და ოჯახური ფასეულობებიც სათანადო სიმაღლეზეა, - აღნიშნა მეუფემ. - და პირიქით, ურწმუნოება პრაქტიკულად ოჯახის განადგურების ტოლფასია. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ სახელმწიფო პასუხს არ აგებს ბავშვთა დაბადებაზე. არა, სახელმწიფო პასუხსაც აგებს და გავლენასაც ახდენს დემოგრაფიაზე. არსებობს სპეციალური შეღავათები ორსულებისთვის, მატერიალური დახმარება დედებისთვის, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, ახალგაზრდებისთვის, ვინც ოჯახს ქმნის, მაქსიმალური შეღავათები მათთვის, ვისაც სამ შვილზე მეტი ყავთ, - ეს ყველაფერი იმ ქვეყნებშია, სადაც დემოგრაფიულ დონეზე ზრუნავენ. უკრაინა, სამწუხაროდ, ასეთ ქვეყნებს  არ მიეკუთვნება“.

ეპისკოპოსმა ვიქტორმა დაასკვნა, რომ მორწმუნეებს უნდა ესმოდეთ: ბავშვების დაბადება ეს ღვთის მცნებებით ცხოვრებაა და არა სტატისტიკა ან „დემოგრაფია“.

როგორც მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, ბოლო 30 წლის განმავლობაში ქორწინებების რაოდენობა  უკრაინაში თითქმის სამჯერ შემცირდა.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

გაიკეთებთ თუ არა COVID საწინააღმდეგო აცრას?
სულ ხმა მისცა: 0

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus