მეუ-ში უთანხმოება უფრო იზრდება, – მიტროპოლიტი ანტონი

ფილარეტ დენისენკო პირველი გავიდა მეუ-დან. ფოტო: 24.ua

მიტროპოლიტი ანტონი(პაკანიჩი) აღნიშნავს,რომ მეუ-ს შემქმნელმა ხელისუფლებამ ხელოვნურად გააერთიანა ორი სქიზმატიკური ჯგუფი, შიდა აზრთა სხვადასხვაობის გაუთვალისწინებლად.

შიდა აზრთა სხვადასხვაობა, რომელიც შეინიშნება მეუ-ში, ახლა არ წარმოქმნილა – ის არსებობდა დასაწყისშიც, თვლის უკრაინის მართმადიდებლური ეკლესიის საქმეთმმართველი ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტმა ანტონი (პაკანიჩი).

«ხელისუფლებამ ხელოვნურად გააერთიანა ორი სქიზმატიკური ჯგუფი, მათ შიგნით აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად– განაცხადა მიტროპოლიტმა ანტონმა წმინდა მიძინების სახელობის კიევო - პეჩორის ლავრაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მან გაიხსენა, რომ მეუ-ს მალევე ჩამოშორდა ლიკვიდირებული უმე (კ )-ს ხელმძღვანელი ფილარეტ დენისენკო, «რომელიც წარმოადგენს უკრაინული სქიზმატიკური მოძრაობის ფუძემდებელს».

«აზრთა სხვადასხვაობა მხოლოდ გაიზრდება. არ არსებობს შიდა რელიგიური ნიადაგი, ბირთვი, რომ ერთად იარსებონ. დღემდე სხვადასხვა ქალაქში არიან ე.წ. უკრაინის ავტოკეფალური მართმადიდებლური ეკლესიისა და კიევის საპატრიარქოს ეპისკოპოსები, ხოლო როგორც მე ვხვდები, სამომავლოდ იგეგმება რომ იყოს მხოლოდ ერთი ეპისკოპოსი.

ამ ყველაფრის დანერგვა ხდება მტკივნეულად, ამით არის გამოწვეული ტაძრების მიტაცება. უნდა ჩამოყალიბდნენ, რომ მეუ-ს როგორც ხელოვნურად შექმნილ ორგანიზაციას ექნება სწორედ ასეთი მომავალი - დაპირისპირება და დაყოფა», – დაასკვნა უმე-ს საქმეთმმართველმა.

ადრე მჟკ წერდა, რომ მეუ-ში ერთმა იერარქმა მეორე დაადანაშაულა ტაძრის მიტაცებაში.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

გაიკეთებთ თუ არა COVID საწინააღმდეგო აცრას?
სულ ხმა მისცა: 0

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus