ს.პრიპუტნის ტაძრის მიტაცების მცდელობის ათამდე შემთხვევა იყო, - წინამძღვარი

10 აპრილი 2021 13:40
15
სოფელ პრიპუტნში მიტაცებული ტაძრის წინამღვარი დეკანოზი სერგეი ვასილჩენკო. ფოტო: скриншот Youtube-видео სოფელ პრიპუტნში მიტაცებული ტაძრის წინამღვარი დეკანოზი სერგეი ვასილჩენკო. ფოტო: скриншот Youtube-видео

მამა სერგი ყვებოდა, რომ პრიპუტნის ტაძრის მიტაცებას ადრეც ცდილობდნენ, მათ შორის მუქარის ძალითაც.

ჩერნიგოვის ოლქის სოფელ პრიპუტნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის ტაძარი 4 აპრილს  უცხო ადამიანებმა მიიტაცეს, მისი მიტაცების მცდელობები ადრეც ყოფილა - ყვებოდა ტაძრის წინამძღვარი მამა სერგი «Перши  Козацьки» - სთან.

მღვდელმსახურის სიტყვებით, მანამდე ეკლესიის მიტაცების მცდელობის ათამდე შემთხვევა იყო.

„ეს სხვადასხვა ფორმით ხდებოდა. სახლშიც მოდიოდნენ და გვაშინებდნენ“, - აღნიშნა წინამძღვარმა.

პირველი შემთხვევა 2019 წლის 19 სექტემბერს იყო , როდესაც უცხო პირთა ჯგუფმა, უკრაინაში  მართლმადიდებელი ეკლესიის „კლირიკოსის“ ლეონტის ხელმძღვანელობით, განაცხადა, რომ სიწმინდე ახლა მათ ეკუთვნით.

მამა სერგიმ აღნიშნა, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის გაერთიანებამ ვერ შეძლო ტაძარზე და მიწაზე აუცილებელი დოკუმენტების მიღება.

„ტაძარზე დოკუმენტები არსებობს, მაგრამ ძველი. პრივატიზაციაც არ არის, - თქვა მღვდელმა. - ძველი ხელისუფლება ამის უფლებას არ გვაძლევდა,  ყველა ზურგს გვაქცევდა“.

მან დაამატა, რომ უკრაინაში  მართლმადიდებელი ეკლესიის მომხრეებს  არავითარი უფლება არ აქვთ ტაძარზე, რადგან დოკუმენტები ტაძარზე და მიწაზე მათაც არ აქვთ.

„მათ მხოლოდ საფოსტო მისამართის გაფორმება შეძლეს თავის  სახელზე, ისიც გააყალბეს“, - აღნიშნა მამა სერგიმ.

მღვდელმსახური დაწვრილებით ყვებოდა 4 აპრილს ტაძრის მიტაცების შესახებ. მისი სიტყვებით, წინა ღამით უცხო ადამიანებმა შენობაზე ბოქლომები შეცვალეს. 

„ჩვენ ეს არ გვინახავს. შაბათს მე თვითონ დავკეტე ეკლესია. კვირას კი, როდესაც საღმრთო ლიტურგიაზე მივდიოდით, დავინახეთ, რომ ტაძარში უცხო ადამიანები შედიოდნენ. მანქანები მოშორებით დააყენეს, რომ არ დავეფრთხეთ“, - ყვებოდა მღვდელი.

20 წუთის შემდეგ უცხოები  ტაძრიდან გამოვიდნენ, თუმცა ყველა  მომხრემ მოსვლა ვერ  მოასწრო, ხაზი გაუსვა წინამძღვარმა.

„ეს მზადდებოდა  ფარულად. მათი მხრიდან  11 მანქანა და 20-მდე ადამიანი იყო“, - აღნიშნა მამა სერგიმ. „პარაკლისის შემდეგ თავდამსხმელები პროვოკაციის მოწყობას ცდილობდნენ. მიმართავდნენ მნათეს, მრევლს. მე უშიშროების სამსახურის აგენტს მიწოდებდნენ და შეურაცხყოფას მაყენებდნენ“.

მღვდელმა ხაზი გაუსვა, რომ მიტაცების ორგანიზატორებმა სოფელში „უცხო ხალხი“ ჩამოიყვანეს, ზოგი მათგანი სამხედრო ფორმაში იყო.  

ადრე მამა სერგიმ განაცხადა, რომ სოფელ პრიპუტნის უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის გაერთიანება 500 ადამიანს ითვლის, ხოლო ტაძრის გადაცემას უკრაინაში მართლმადიდებელი  ეკლესიისთვის  ხმა მისცა მხოლოდ 37 აქტივისტმა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ