სიმართლეს დავიცავთ სასამართლოში, – ნეჟინსკის ეპარქია

ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი სოფელ პრიპუტნში. ფოტო: facebook-страница Andriy Kovalov

მეუ-ს აქტივისტებმა 4 აპრილს პრიპუტნის ტაძრის დარბევით, ერთმნიშვნელოვნად დაარღვიეს კანონი, განაცხადეს უკრაინის მართმადიდებლური ეკლესიის ნეჟინსკის ეპარქიაში.

ნეჟინსკის საპატრიარქო თავის უფლებებს დაიცავს სასამართლო ინსტანციაში. ამის შესახებ ეპარქიის მდივანმა განაცხადა ,,მართმადიდებლური  ცხოვრება’’ რესურსთან საუბარში, სადაც კომენტარი გაუკეთა ახლახანს განხორციელებულ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის ტაძრის მიტაცებას ჩერნიგოვის ოლქის სოფელ პრიპუტნში მეუ-ს აქტივისტების მიერ.

მღვდელმსახურმა აღნიშნა, რომ პრიპუტნის ინციდენტი "უეჭველად არღვევს კანონს".

"დანიშნული იყო მსახურება, რომელიც ფაქტიურად შეწყვეტილ იქნა,-აღნიშნა მან.- წინამძღვარსა და მრევლს გზაზე გადაეღობნენ რადიკალურად განწყობილი ადამიანები მეუ-დან და არ დაუშვეს მსახურებაზე რელიგიური თემი. <...>მეუ-ს აქტივისტებმა 4 აპრილს  ტაძრის მიტაცების შემდეგ  ჩაატარეს იქ მსახურება, რომლის შემდეგ ჩაკეტეს კარები და დააყენეს დაცვა".

დეკანოზმა აღნიშნა, რომ " უმეს-ნეჟინსკის ეპარქია აუცილებლად დაიცავს კანონს და სიმართლეს სასამართლო ინსტანციებში."

"ჩვენ ვმოქმედებთ მხოლოდ კანონის ფარგლებში, ამიტომ ვვარაუდობ, რომ პროცესი არ იქნება სწრაფი,"-დაამატა მღვდელმსახურმა.

როგორც მჟკ იტყობინებოდა, 2021 წლის 4 აპრილს "თავისუფლების" ნაციონალისტებმა დაიკავეს უმე-ს ტაძარი პრიპუტნიში. ხელში ჩაგდების ორგანიზებისათვის სოფელში ჩავიდა დაახლოებით 20 ადამიანი.  მათი ნაწილის იდენტიფიკაცია მორწმინეენმა მოახერხეს-ეს იყვნენ უმე-ს ტაძრების მიტაცების მონაწილეებირეგიონის  სხვა დასახლებულ პუნქტებში, კერძოდ, სოფელ კრუტში, პარაფიევკაში და სხვ.

როგორც წინამძღვარმა თქვა, მეუ-ს აქტივისტების მიერ პრიპუტნიში მიტაცებულ ტაძარში ლოცულობდნენ უმე-ს მორწმუნეები ორი სოფლიდან, და ეს-დაახლოებით 500 ადამიანია.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

გაიკეთებთ თუ არა COVID საწინააღმდეგო აცრას?
სულ ხმა მისცა: 0

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus