მს სსკგ: ვიმედოვნებთ, რომ პატრიარქი თეოდორე უარყოფს გადაწყვეტილებას

მიტროპოლიტი ილარიონი (ალფეევი). ფოტო: doctorantura.ru

ალექსანდრიის პატრიარქის მიერ მეუ-ს აღიარების შემდეგ აფრიკის სხვადასხვა ქვეყნის მიტროპოლიტები მასიურად ითხოვენ მ. ს-ში გადასვლას, აღნიშნა მიტროპოლიტმა ილარიონმა(ალფეევი).

რუსეთის მართმადიდებლურ ეკლესიაში იმედოვნებენ, რომ ალექსანდრიის მიტროპოლიტი თეოფილე გადათქვამს თავის გადაწყვეტილებას სქიზმატიკოსების აღიარების თაობაზე. განაცხადა РИА Новости ინტერვიუში მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო საქმეების განყოფილების უფროსმა მიტროპოლიტმა ილარიონ ვოლოკოლომსკიმ (ალფეევი).

მან დაადასტურა, რომ ადგილი ჰქონდა ალექსანდრიის საპატრიარქოს ღვთისმსახურების მხრიდან თხოვნით მომართვას რუსეთის საპატრიარქოს შემადგენლობაში შესვლაზე, თანაც საუბარია ,,აფრიკის სხვადასხვა ქვეყნის მღვდელმსახურებზე’’.

«ჩვენი დიდი სურვილია მათ მხარი დავუჭიროთ, – თქვა რუსეთის საპატრიარქოს იერარქმა. – თუმცა ჩვენ ჯერჯერობით თავს ვიკავებთ რუსეთის ეკლესიის იურისდიქციაში მათი მიღების გადაწყვეტილებისაგან».

მან ეს საქციელი ახსნა იმით, რომ რუსეთის საპატრიარქოს არ სურს განხეთქილების გაღრმავება, რასაც უკვე ადგილი ჰქონდა ალექსანდრიის საპატრიარქოსგან  უკრაინელი სქიზმატიკოსების აღიარებით.

«ჩვენ კიდევ გვაქვს იმედი, რომ პატრიარქი თეოფილე გადათქვამს თავის გადაწყვეტილებას», – თქვა ხაზგასმით მს სსკგ.

შეგახსენებთ, ადრე მს სსკგ - ში განაცხადეს, რომ ალექსანდრიის საპატრიარქოში ასობით  მღვდელმსახურმა გამოთქვა სურვილი მოსკოვის საპატრიარქოს შემადგენლობაში შესვლაზე.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

გაიკეთებთ თუ არა COVID საწინააღმდეგო აცრას?
სულ ხმა მისცა: 0

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus