რმე გამოსცემს წიგნს უკრაინის მართლმადიდებლობის საქმეში ფანარიონის ჩარევაზე

წმინდა სამების სემინარია, ჯორდანვილში. ფოტო: коллаж СПЖ

ჯორდანვილის წმინდა სამების მონასტრის გამომცემლობამ წარმოადგინა წიგნი უკრაინაში განხეთქილების მიზეზებზე, რომელიც გამოიწვია პატრიაქ ბართლომეს ანტიკანონიკურმა ქმედებებმა.

წმინდა სამების მონასტერი ამერიკის ქალაქ ჯორდანვილში გამოსცემს წიგნს უკრაინულ განხეთქილებაზე. გამოცემის ავტორი, კიკოსის ცნობილი მონასტრის წინამძღვარი მიტროპოლიტი ნიკიფორე თვლის, რომ კონსტანტინოპოლის შეუთანხმებელმა ქმედებებმა დაანგრიეს უკრაინაში ისედაც  მორყეული რელიგიური სამყარო. მხოლოდ პოლიტიკური მოტივებით შეუძლებელია მათი ახსნა  .

კვიპროსის ეპისკოპოსი დარწმუნებულია, რომ კონფლიქტის საფუძველია წინააღმდეგობა ეკლესიურ სწავლებაში. როგორც წერია მონოგრაფიის ანოტაციაში გამომცემლობის საიტზე,  „ფანარიონის მიერ ახალი ეკლეზიოლოგიის დამკვიდრება  როგორც თვით ქრისტეს მეთაურობით მართლმადიდებელი ეკლესიის ტრადიციულ წარმოდგენებს ამახინჯებს.“ 

ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების ოჯახში კონსტანტინოპოლის წინამძღვრის ისტორიული ადგილის პატივისცემის გამოხატვით, ავტორი იმედოვნებს, რომ ის გადაუხვევს თავისი განსაკუთრებულობის მტკიცების საშიში ზიდან.

დაუმთავრებელი განხეთქილებების განკურნების ერთადერთი გზა-მართლმადიდებლური ურთიერთობების იმ ფორმის დაბრუნებაა, რომელიც პატივს სცემს როგორც ერთიანობას, ასევე იერარქიას.

კიკოსის და ტილირიის მიტროპოლიტი ნიკიფორე - კვიპროსის ეკლესიის ერთ-ერთი პატივცემული იერარქია, მეცნიერი, ღვთისმეტყველი. ათონის მერიამ დააჯილდოვა ის უმაღლესი  ჯილდოთი-ქალაქის ოქროს გასაღებით მისი ეკლესიური, სოციალური და კულტურული მოღვაწეობისათვის. მეუფე- ერთ-ერთი იმათთაგანია, ვინც არ დაეთანხმა კვიპროსის ეკლესიის მიერ მეუ-ს აღიარებას.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

გაიკეთებთ თუ არა COVID საწინააღმდეგო აცრას?
სულ ხმა მისცა: 0

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus