უმე იმედოვნებდა, რომ ფანარიონი უკრაინის სიტუაციას სწორად შეაფასებდა, - ს.მ.

01 აპრილი 2021 23:00
15
მიტროპოლიტი ანტონი (პაკანიჩი). ფოტო: 112.ua მიტროპოლიტი ანტონი (პაკანიჩი). ფოტო: 112.ua

მიტროპოლიტმა ანტონიმ უპასუხა კითხვას, ეჭვობდა თუ არა 2018 წელს უმე, რომ ფანარიონის მეთაური, მოახდენდა განხეთქილებაში მყოფთა ლეგალიზებას.

2018 წელს არ არსებობდა ეჭვი, რომ პატრიარქი ბართლომე განახორციელებდა განხეთქილებაში მყოფთა ლეგალიზებას, რამდენადაც უმე-ს იმედი ჰქონდა უკრაინაში არსებული სიტუაციის ჯანსაღი შეფასებისა. ამის თაობაზე განაცხადა უმე-ს საქმეთა მმართველმა, ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტმა ანტონიმ (პაკანიჩმა) ოდესის ეპარქიის პროექტში „სახეები“.

„ჩვენ იმედი გვქონდა უკრაინაში არსებული სიტუაციის ჯანსაღი შეფასების. ამ შეხვედრამდე (ფანარიონის მეთაურის უმე-ს წმინდა სინოდის წევრებთან 2018 წელს, - რედ.) ხომ რამოდენიმეჯერ გავემგზავრე, პირადად შევხვდი პატრიარქ ბართლომეს, გავაცანი მას რეალური სიტუაცია დოკუმენტების საფუძველზე. თუმცა, რატომღაც მიღებულ იქნა არა კანონიკური ეკლესიის, არამედ განხეთქილებაში მყოფთა ლოგიკა“, - განმარტა მიტროპოლიტმა.

მისი სიტყვებით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ იმ დროისთვის „უკვე არსებობდა ერთგვარი ნიადაგი იმისთვის, რომ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ ასეთი მავნე გზით გაელაშქრათ“ და ფანარიონზე „ერთგვარ სიტუაციას ელოდნენ“, როცა შესაძლებელი იქნებოდა უბრალოდ პირდაპირ და თავხედურად ჩარეულიყვნენ სხვა ავტოკეფალური ეკლესიის საეკლესიო ცხოვრებაში“.

„როცა არ იყო შესაძლებლობა, როცა იდგა სხვა რეალობა, ისინი (ფანარიოტები - რედ.) დიდი მოწიწებით გვაღიარებდნენ და კარგ სიტყვებსაც ამბობდნენ. ხოლო როცა მიეცემა შესაძლებლობა - მაპატიეთ, მაგრამ როგორ იქცევა მტაცებელი, რომელიც ელოდება, როდის დაესხას თავს მსხვერპლს. სამწუხაროდ, ასეც მოხდა“, - დაამატა უმე-ს საქმეთა მმართველმა.

მიტროპოლიტი ანტონი აღნიშნავს, რომ როცა ამჟამად უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია საუბრობს მისი ტაძრების მიტაცებაზე, მორწმუნეთა და სასულიერო პირთა ცემაზე, ფანარიონზე „ამას თითქოს ვერც ამჩნევენ, თითქოსდა დაბინდული აქვთ თვალები“.

„რასაკვირველია, ეს სულიერი ავადმყოფობაა, რადგანაც (ეს- რედ.)  სხვა ადამიანის, მითუმეტეს, ეკლესიის ტკივილის უგულებელყოფაა, რომელსაც ისინი თავიანთ შვილად თვლიან. როგორ შეუძლია მშობელს საკუთარი შვილის ტანჯვას უყუროს? და არ ეცადოს დახმარებას, არამედ მიიღოს იმათი ლოგიკა, ვინც მის შვილზე ძალადობს? ეს, რასაკვირველია, არა მხოლოდ ეკლესიური, არამედი ადამიანური ლოგიკაა. ამ ქცევებში არაა ადამიანურობა“, - შეაჯამა უმე-ს საქმეთა მმართველმა.

შეგახსენებთ, მიტროპოლიტ ანტონის აზრით, მართლმადიდებლობის მთავარი პრობლემა ამჟამად არის ფანარიონის ახალი ეკლესიოლოგია.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ