საქმეთა მმართველმა ახსნა,როგორ ესმით პირველობა ფანარიონსა და რმე-ს

მიტროპოლიტი ანტონი კიევის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში მოხსენების დროს. ფოტო: news.church.ua

მიტროპოლიტი ანტონი თვლის, რომ ფანარიონი  „აღმოსავლეთის პაპიზმის“ იდეას ამუშავებს, რომელიც სრულიად მიუღებელია რუსეთის ეკლესიისთვის და სხვა ადგილობრივი ეკლესიებისთვის.

2021 წლის 30 მარტს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეთა მმართველი, ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტი ანტონი XI სტუდენტურ კონფერენციაზე მოხსენებაში „მართლმადიდებლური სწავლება ეკლესიის შესახებ: თანამედროვე გამოწვევები და პასუხების ძებნა“ ყვებოდა  ეკლესიის პირველობის განმარტებებს შორის განსხვავებაზე ფანარსა და რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში, იუწყება უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საინფორმაციო-საგანმანათლებლო განყოფილება.

მიტროპოლიტმა ანტონმა აღნიშნა, რომ დღეს კონსტანტინოპოლის პატრიარქი  მსოფლიო ეკლესიაში განსაკუთრებულ სტატუსს ითხოვს, რომელიც ითვალისწინებს პირველობას არა მარტო ღირსების თვალსაზრისით, არამედ ძალაუფლების პირველობასაც.

მეუფემ ხაზი გაუსვა, რომ  „მსოფლიო ეკლესიაში პირველობა უკვე მრავალი საუკუნეა საღვთისმეტყველო პოლემიკის თემას წარმოადგენს მართლმადიდებლურ და კათოლიკურ ეკლესიებს შორის“, ვინაიდან „სწორედ რომის ეპისკოპოსებმა დაიწყეს მსოფლიო ეკლესიაში განსაკუთრებული ძალაუფლების მითვისება, რამაც  პაპის ფენომენის  ფორმირება გამოიწვია“.

იერარქმა გაიხსენა, რომ „საეკლესიო პირველობის ამგვარმა გაგებამ ჯერ კიდევ ძველი ეკლესიის ეპოქაში ქრისტიანულ აღმოსავლეთში მიუღებლობა გამოიწვია“, ხოლო 1054 წლის განხეთქილება მეტწილად რომის ეპისკოპოსების ამბიციების შედეგი იყო“.

მეუფემ თქვა, რომ დღეს, კათოლიკურ ეკლესიასთან დიალოგის დაწყების შემდეგ, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წარმომადგენლებმა შეიმუშავეს თავისი სწავლება პირველობის შესახებ, რომელიც „სრულიად მიუღებელი აღმოჩნდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის“.

2007 წლის რავენის დოკუმენტში, რომელსაც რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ხელი არ მოაწერა, გააგრძელა მეუფემ, „დადასტურებულია ეკლესიაში პირველობის არსებობა მსოფლიო (უნივერსალურ) დონეზე“, ხოლო „აღმოსავლეთში კონსტანტინოპოლის პატრიარქისთვის განკუთვნილი ადგილი   დასავლეთში რომის ეპისკოპოსის ადგილის ანალოგიურია“.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია  ამ  ფორმულირების პრინციპული უარყოფით გამოვიდა და აღნიშნა, რომ აღმოსავლეთში კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან ურთიერთობა არასდროს არ წარმოადგენდა კრებითობის აუცილებელ პირობას (როგორც ეს დასავლეთში  რომის ეკლესიასთან მიმართებით იყო, - რედ.). შესაბამისად, კონსტანტინოპოლის პატრიარქი მართლმადიდებელ ეკლესიაში არასდროს არ თამაშობდა იმ როლს, რომელიც დასავლეთში რომის ეპისკოპოსის როლის მსგავსი იყო“, - ხაზი გაუსვა მეუფემ.

ეკლესიოლოგიური მოდელის მთავარი ავტორი, რომელსაც დღეს კონსტანტინოპოლის საპატრიარქო წარმოადგენს, თქვა მიტროპოლიტმა ანტონმა, არის იოანე (ზიზიულასი), რომელიც „ეკლესიის საკუთარი ხედვის საფუძვლად დებს სწავლებას ევქარისტიის შესახებ, როგორც საეკლესიო კრებითობის, და მხოლოდ მასში შეიძლება მოხდეს ეკლესიის რეალიზება“.

ამიტომ ეპისკოპოსის პირველობა ადგილობრივ დონეზე გამოიხატება, პირველ რიგში, მის წინამძღვრობაში ლიტურგიაზე, ანუ ევქარისტიულ შეკრებაზე. ადგილობრივ დონეზე პირველობა ეპისკოპოსთა კრებაში ვლინდება“, ხოლო „კრების სახე და ხმა შეიძლება მხოლოდ პიროვნება, ანუ წინამძღვარი იყოს... ამ თვალთახედვით ადგილობრივი ეკლესია ინდივიდთა ორგანული ერთობით წინამძღვარში პერსონიფიცირდება“, - აღნიშნა მიტროპოლიტმა ანტონმა.

კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სხვა ღვთისმეტყველი, არქიეპისკოპოსი  ეპიდოთორე (ლამბრიანიდისი) თვლის, რომ ეკლესიის  ყოფიერების სამივე დონეზე (ეპარქიულ, ადგილობრივ და მსოფლიო) პირველობა  თავისი ბუნებით ერთადერთია და ეკლესიაში მსოფლიო დონეზეც ის პიროვნულად უნდა არსებობდეს.

ეკლესიოლოგიურ სფეროში ტრიადოლოგიის გადატანისას (სადაც ლაპარაკია მონარქიაზე, ანუ მამა ღმერთზე და წმინდა სამებაზე, - რედ.), არქიეპისკოპოსი ეპიდოთორე ამტკიცებს, რომ „მსოფლიო დონეზე პირველობა ეკლესიაში წარმოდგენილი უნდა იყოს არა ინსტიტუტის სახით, არამედ პიროვნულად“.

ასეთი თვალთახედვით მსოფლიო ეკლესიაში პიროვნულ პირველობაზე უარის თქმა წმინდა სამების სწავლების დამახინჯებას ნიშნავს. სწავლება იმაზე, რომ პირველი იერარქი მსოფლიო ეკლესიაში უფლებამოსილებას კრებისგან იღებს, არქიეპისკოპოს ეპიდოთორეს აზრით, იმის მტკიცების ტოლფასია, რომ მამის მონარქიის წყარო ძე და სულიწმიდაა“, - აღნიშნა მიტროპოლიტმა ანტონმა.

გარდა ამისა, თქვა მეუფე ანტონმა, იოანეს (ზიზიულასი) აზრით, „კანონიკური წესის კატეგორიებში აისახება ღვთიური წესის რეალიები“.

ასეთი მიდგომით საეკლესიო პირველობის საკითხი უკვე არ წარმოადგენს ადამიანური სამართლის საკითხს, ის საღვთო სამართლის სფეროში გადადის. პირველობა მსოფლიო ეკლესიაში ღვთიურ სანქციას იღებს“, - ხაზი გაუსვა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეთა მმართველმა.

არქიეპისკოპოს ეპითოდორესა და მიტროპოლიტ იოანეს (ზიზიულასი) სწავლებიდან, თვლის მიტროპოლიტი ანტონი, გამომდინარეობს, რომ „კონსტანტინოპოლის (უფრო ზუსტად მსოფლიო) პატრიარქი გადაიქცევა თავისებურ „კორპორატიულ პიროვნებად“, რომელიც პირველობას მსოფლიო დონეზე განახორციელებს“.

თუმცა, მეუფის სიტყვებით, „რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია პრინციპულად განსხვავებულია“. „ეპარქიის დონეზე პირველობა მმართველ ეპისკოპოსს ეკუთვნის. სწორედ მისგან იღებენ თავიანთ უფლებამოსილებას მღვდლები და დიაკვნები. აგრეთვე სწორედ ეპისკოპოსს აქვს ეპარქიაში საეკლესიო სასამართლოს უფლება. ადგილობრივ დონეზე პირველობა ეკლესიის წინამძღვარს ეკუთვნის. ის ეპისკოპოსთა კრებებს წინამძღვრობს და უფლება აქვს თავისი ეკლესიის სახელით ილაპარაკოს“.

რაც შეეხება პირველობას მსოფლიო (უნივერსალურ) დონეზე, მოსკოვის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მისი წყარო „ეკლესიის კანონიკური გადმოცემაა, რომელიც წმინდა დიპტიხებშია დაფიქსირებული და აღიარებულია ყველა ადგილობრივი ეკლესიის მიერ“. კანონები  არ ანიჭებენ ეპისკოპოსს მსოფლიო ეკლესიაში რამე ძალაუფლებრივ მოსილებას პირველობის მიხედვით“, ხოლო „პირველობის გადატანა ეკლესიის ერთი დონიდან მეორეზე“ პრინციპულად დაუშვებელია, ხაზი გაუსვა მღვდელმთავარმა. 

 „თუ ეპარქიული დონის პირველობას მექანიკურად გადავიტანთ უნივერსალურზე, ეს ნიშნავს „მსოფლიო მღვდელმთავრის“ აღიარებას, რომელსაც განსაკუთრებული ძალაუფლება ექნება მთელ მსოფლიო ეკლესიაში“. ხოლო რუსეთის  ეკლესიისთვის „საკრამენტული თვალსაზრისით ყველა ეპისკოპოსი თანასწორია  ისე, როგორც საკრამენტულად თანასწორია ადგილობრივი ეკლესიის ყველა წინამძღვარი“, - აღნიშნა მიტროპოლიტმა ანტონმა.

მეუფემ ხაზი გაუსვა, რომ „რუსეთის  მართლმადიდებელი ეკლესიის თვალსაზრისით, პირველობის პატივი მსოფლიო ეკლესიაში „განისაზღვრება ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიათა კონსენსუსით“.

სხვა სიტყვებით, „ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიები ცნობენ კონსტანტინოპოლის პატრიარქის უფლებას გამოვიდეს ზოგადმართლმადიდებლური ხასიათის ინიციატივებით, აგრეთვე მიმართოს გარე სამყაროს მთელი მართლმადიდებლობის სახელით... ამ მიდგომით მართლმადიდებელ ეკლესიათა ოჯახი გამოდის როგორც დამოუკიდებელ ეკლესიათა გაერთიანება საერთო  აღმსარებლობითა და ევქარისტიული ერთობით“, რაც ანალოგიურად კონფედერაციაზე მიანიშნებს.

თუმცა პატრიარქი ბართლომე თვლის, რომ თანასწორუფლებიან  ეკლესიათა გაერთიანება  პროტესტანტული იდეაა და მხოლოდ „კონსტანტინოპოლის წინამძღვარი შეიძლება იყოს მსოფლიო მართლმადიდებლობის გარანტი და განსახიერება“ და „ჭეშმარიტი რწმენის მცველი, ეკლესიის ავთენტური დამადასტურებელი თანამედროვე მსოფლიოს წინაშე“ - აღნიშნა მიტროპოლიტმა ანტონმა.

ცხადია, რომ შეუძლებელია მსოფლიო მართლმადიდებლობის ორი აღნიშნული მოდელის ერთმანეთთან შეთანხმება“. სწორედ ამიტომ, თვლის მეუფე, „აუცილებელია დიალოგი ადგილობრივ ეკლესიებს შორის იმ მიზნით, რომ მიაღწიონ კონსესუსს აღნიშნულ საკითხებში, რომელიც მიიღწევა  არა დათმობების შედეგად საღვთისმეტყველო სფეროში, არამედ წმინდა მამების მემკვიდრეობის ღრმა და საფუძვლიანი შესწავლის შედეგად.

მანამდე მჟკ წერდა, რომ ეპისკოპოსმა სილვესტრმა ახსნა, როგორ განიმარტება „პიდალიონში“ IV მსოფლიო კრების მე-9 კანონი, რომელიც  „მსოფლიო მსაჯულის“ უფლებამოსილებას თითქოს ფანარიონს ანიჭებს.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

მოახდენს თუ არა რეაგირებას პრეზიდენტი სინოდის მოწოდებაზე, გამოძიებულ იქნას უმე-ს საწინააღმდეგო ქმედებები?
დიახ
0%
არა
100%
მიჭირს პასუხის გაცემა
0%
სულ ხმა მისცა: 1

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus