ნიკოდიმე მთაწმინდელი უარყოფს ფანარიონის მსოფლიო ძალაუფლებას, - რექტორი

ბელოგოროდის ეპისკოპოსი სილვისტერი (სტოიჩევი). ფოტო: kdais.kiev.ua

ეპისკოპოსმა  სილვესტრმა ახსნა, როგორ განიმარტება „პიდალიონში“ IV მსოფლიო კრების მე-9 კანონი, რომელიც თითქოს „მსოფლიო მსაჯულის“ უფლებამოსილებას ფანარს ანიჭებს.

ღირსმა  ნიკოდიმე მთაწმინდელმა თავის წიგნში „პიდალიონი“, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს საბერძნეთის ეკლესიის ოფიციალურ კანონიკურ კრებულად, მოგვცა IV მსოფლიო კრების მე-9 კანონის სწორი განმარტება, რომელიც უარყოფს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსა და ელადის ეკლესიის ზოგიერთი იერარქის აზრს ფანარის მეთაურის უფლების შესახებ მიიღოს აპელაციები ეპისკოპოსებისგან და კლირიკოსებისგან, რომლებიც არ შედიან მის იურისდიქციაში. ამის შესახებ ნათქვამია კიევის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორის, ბელგოროდის ეპისკოპოსის სილვესტრის (სტოიჩევი) მოხსენებაში „ღირსი ნიკოდიმე მთაწმინდელი და მისი აზრები კონსტანტინოპოლის პატრიარქის სასამართლო უფლებამოსილების შესახებ“, იუწყება კიევის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საიტი.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ დღეს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ოფიციალური თვალსაზრისით, მსოფლიო პატრიარქს (და მხოლოდ მას) აქვს უფლება მიიღოს აპელაციები ყველა ადგილობრივი ეკლესიის ბრალდებული კლირიკოსებისგან, გადახედოს სხვა ადგილობრივ ეკლესიებში მიღებულ სასამართლო განაჩენებს და ამ საქმეებაზე უაპელაციო გადაწყვეტილებები მიიღოს. თავისი უფლებების ამგვარ გაგებაზე დაყრდნობით, პატრიარქმა ბართლომემ მიიღო კიევის ყოფილი მიტროპოლიტის ფილარეტის (დენისენკობელოგოროდის ეპისკოპი სილვისტერი) აპელაცია, რომელიც 1977 წელს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავართა კრებამ განკვეთა ეკლესიისგან და წმინდა სინოდმა მოხსნა მას ანათემა და აღადგინა ეპისკოპოსის ხარისხში. მაშინ ფანარმა მიიღო კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა წევრი და უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია.

კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მცდარი პოზიციის დასტურად, ღირსი ნიკოდიმე აღნიშნავს, რომ კანონიკური სამართლის საერთო პრინციპს წარმოადგენს აკრძალვა ეპისკოპოსებისთვის, მიტროპოლიტებისთვის და პატრიარქებისთვის, რომ   მათი ეკლესიის საზღვრებს გარეთ იმოქმედონ. თუ  სხვა პატრიარქთა გადასაწყვეტილებებზე  კონსტანტინოპოლში აპელაციის უფლებას დაუშვებენ, ეს აშკარა წინააღმდეგობაში იქნება აღნიშნულ პრინციპთან.

გარდა ამისა, ღირსი ნიკოდიმე მიმართავს ბიზანტიელ იმპერატორთა კანონმდებლობას, სადაც  საეკლესიო კანონების გარკვეული ინტერპრეტაცია შეინიშნება. კერძოდ, ის ეყრდნობა იმპერატორ იუსტინიანეს 123-ე ნოველას. ამ ნოველის 22-ე თავი მოგვითხრობს საეკლესიო სამართალწარმოებაზე და ის შესაძლებელია ჩაითვალოს როგორც IV მსოფლიო კრების მე-9 კანონის განმარტება. ამ თავში ნათქვამია, რომ ეპისკოპოსებს შორის უთანხმოების შემთხვევაში, მათ საქმეს განიხილავს მიტროპოლიტი იმავე ოლქის ორ ეპისკოპოსთან ერთად. თუ მხარეები არ დაეთანხმებიან ამ სასამართლოს გადაწყვეტილებას, მათ შეუძლიათ მიმართონ „იგივე დიოცეზის“ პატრიარქს. მას შემდეგ, რაც პატრიარქი თავის ვერდიქტს გამოიტანს, უკვე „არც ერთ მხარეს არ აქვს უფლება გაასაჩივროს მისი გადაწყვეტილება“.

ამგვარად, ბიზანტიური კანონმდებლობის თანახმად, ყველა პატრიარქს გამოაქვს სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც აპელაციებს არ ექვემდებარებიან. ამიტომ კონსტანტინოპოლის პატრიარქსაც არ შეუძლია აპელაციების მიღება სხვა პატრიარქების გადაწყვეტილებებზე.

როგორც მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, ფანარის მეთაურის პაპიზმის ერესი კრებითად უნდა იყოს დაგმობილი, თვლის ეკლესიის ისტორიისა და საბერძნეთის ისტორიის სპეციალისტი ათანასე ზოიტაკისი.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უნდა მოუწოდოს თუ არა მღვდელმსახურმა მრევლს COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ?
დიახ, ეპისკოპოსები და მღვდელმსახურები ზრუნავენ მრევლის ჯანმრთელობაზე
0%
არა, ეს წმინდა სამედიცინო საკითხია, ეკლესია აქ არაფერ შუაშია
100%
ჩემთვის სულ ერთია
0%
სულ ხმა მისცა: 1

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus