ოდესის ოლქში ჩინოვნიკები დევნიან მასწავლებელს უმე-ს კუთვნილებისათვის

ფიზიკის მასწავლებელი იგორ მარჩუკი. ფოტო: скриншот youtube-канала «Перший Козацький»

ჩინოვნიკების ქმედებები მარჩუკის მიმართ არღვევენ უკრაინის კონსტიტუციის 24 და 35 მუხლს, სადაც ნათქვამია ნებისმიერი რელიგიის ადამიანების თანასწორობაზე.

ოდესის ოლქის დასახლება სარატში  განათლების სამმართველოს ადგილობრივი  ჩინოვნიკები  დევნიან ფიზიკის მასწავლებელს იგორ მარჩუკს მისი უმე-ს კუთვნილების გამო, იტყობინება youtube-არხი «Перший Козацький».

რელიგიური კონფლიქტი სარატში დაიწყო 2019 წლის იანვარში, როდესაც წმინდა პოკროვის ტაძრის წინამძღვარმა  და სარატის რაიონის დეკანოზმა ვლადისლავ შიმანმა გადაწყვიტა გადასულიყო მეუ-ში და თემი თან წაეყვანა. ადგილობრივი ჩინოვნიკების დახმარებით მან ორგანიზება გაუკეთა ტერიტორიული თემის შეკრებას დასახლებაში. მას ესმოდა, რომ ტაძარი, რომელიც დარეგისტრირებულია ეპარქიაში, ის ასე უბრალოდ ვერ მიითვისებდა, შიმანმა ფალსიფიცირება გაუკეთა დოკუმენტებს და უკვე თავს აცხადებს უმე-ს მღვდლად, არის რა სინამდვილეში მეუ-ს კლირიკი.

როდესაც უმე-ს მორწმუნეებს მოტყუებით წაართვეს ტაძარი, უმე-ს სამრევლოსაგან შეტანილი იყო რამდენიმე საჩივარი სასამართლოში, ერთ-ერთი მათგანი, ვინც გამოხატა თემის დაცვა, იყო იგორ მარჩუკი, ფიზიკის მასწავლებელი სარატის სკოლა-გიმნაზიაში.

„უკრაინაში ლეგალიზებულია განხეთქილება, ანალოგიური მოვლენები გაიმართა ჩერნოგორიაში , მაგრამ იქ ხალხი მეგობრულად გამოვიდა თავისი უფლებების დასაცავად, ამიტომ მათ მაგალითზე 2020 წლის ოქტომბერში მე გადავწყვიტე შემეტანა სარჩელი, რომლის მიზანია უმე-ს წმინდა პოკროვის თემის დაცვა,“- განაცხადა იგორ მარჩუკმა «Першому Козацький» -სთან ინტერვიუში.

 2021 წლის 15 მარტს იგორ მარჩუკი დაიბარეს სარატის განათლების, ოჯახის, ახალგაზრდობისა და სპორტის  სამმართველოში, სადაც განაცხადეს, რომ მასზე შემოსულია სკოლის მოსწავლეების მშობლების საჩივარი მისი რელიგიური შეხედულებების გამო.

„ეს საჩივარი არ იქნა დარეგისტრირებული, არამედ პირადად ხელზე გადაეცა ნელი სტრატს(განათლების სამმართველოს უფროსი-რედ.), ამ საჩივარში არ არის არცერტი ხელისმომწერი, რისგანაც შეიძლება გამოვიტანოთ დასკვნა, რომ ის ანონიმურია და რომლის განხილვა არ ღირს. მიმართვაში მშობლები აღშფოთებული არიან პედაგოგიური ეთიკის და პედაგოგის პერსონალური ღირსების დაღვევის გამო. დანაშაულში მე მითვლიან ცრუ ჩვენებას სარჩელში, რომელიც გადავეცი სასამართლოს. მაგრამ ეს უნდა შეაფასოს სასამართლომ, ასევე ის,რომ მე ზემოქმედებას ვახდენ ბავშვების რელიგიურ შეხედულებებზე, ამ უკანასკნელის ფაქტები არ არის წარმოდგენილი“,-თქვა მარჩუკმა.

ამ შეხვედრის წინ ნელი სტრატმა სატელეფონო საუბარში განუცხადა იგორ მარჩუკს, რომ უკრაინის სკოლის მასწავლებელს არ შეუძლია ბავშვების პატრიოტული აღზრდა, თუ ის წარმოადგენს  მოსკოვის აგრესორი-ეკლესიის მრევლს და მას არ ჰქონდა უფლება შეეტანა სარჩელი სასამართლოში და მიეღო მონაწილეობა ტერიტორიულ შეკრებაზე.

„მე მას შევედავე, რომ მაქვს სასამართლოში სიარულის და საკუთარი ინტერესების დაცვის უფლება, ეს უკრაინის ყოველი მოქალაქის უფლებაა და სახელმწიფო ჩინოვნიკს არა აქვს იმის უფლება, რომ მიმითითოს, რომელ ეკლესიაში  ვიარო,“-დაამატა მარჩუკმა.

17 მარტს იგორ მარჩუკი ადვოკატის და მასმედიის წარმომადგენლების თანდასწრებით მივიდა განათლების სამმართველოში და ჩართო სატელეფონო საუბრის ფრაგმენტები, რომელმაც   დაამოწმა ფიზიკის მასწავლებლის დისკრიმინაცია, მაშინ განათლების სამმართველოს უფროსმა ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ ასეთი რამ არ განმეორდება. ნელი სტრატმა ბოდიში მოუხადა ასევე ფიზიკის მასწავლებელს, აღმოჩნდა, რომ ის თვითონ წარმოადგენს უმე-ს მრევლს.

მოგვიანებით გაირკვა, რომ ანონიმური საჩივრის ერთ-ერთი ორგანიზატორი არის უმე-ს ყოფილი მღვდელი ვლადისლავ შიმანი, რომელიც გახლავთ სარატის დასახლების დეპუტატი რადაში პეტრე პოროშენკოს პარტიიდან „ევროპული სოლიდარობა“. საჩივარს ხელს აწერდნენ დასახლების მაცხოვრებლები და მშობლები, რომლებიც თავს მიიჩნევენ  მეუ-ს სამრევლოდ.

„მე ვაფასებ ამ სიტუაციას, როგორც რელიგიათაშორისი მტრობის გაღვივების მცდელობად, ასევე მცდელობად მიუთითონ, რომელ ეკლესიაში უნდა ვიაროთ და სასამართლოზე ზეწოლის მცდელობად. მეუ-არის  თვითნაკურთხი ორგანიზაცია, რომლებიც  სინანულის გარეშე მიღებულ იქნენ მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში,  პატრიარქ ბართლომეს ერთი კალმის მოსმით, რომელიც თვითონ ამტკიცებდა, რომ 90-იან წლებში უკრაინაში განხეთქილება მოხდა. თუ თქვენ არ გჯერათ ჩემი სიტყვების, გადახედეთ მეუ-ს „მღვდლების“ და სამრევლოს საქმეებს, რას აკეთებენ ისინი. მე არაფერი არ მინდა მქონდეს საერთო იმ ეკლესიასთან, რომელშიც ყვავის ცილისმწამებლობა, ბოროტება, სიძულვილი და ძალადობა,“-განაცხადა მარჩუკმა.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უმაღლესი რადას კომიტეტის რეკომენდაციები მსახურების მხოლოდ უკრაინულ ენაზე ჩატარების შესახებ არის:
სახელმწიფოს მხრიდან კანონიერი მოთხოვნაა
33%
ეკლესიის წინააღმდეგ კანონდარღვევაა
67%
უბრალოდ სიტყვის მასალაა
0%
სულ ხმა მისცა: 3

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus