მეუ-ს ,,იერარქს’’ წესი აუგებს კათოლიკებმა და უნიათებმა

27 მარტი 2021 16:20
39
ივან კულიკი (შუაში, მარცხნივ) და ლეონ დუბრავსკი (შუაში, მარჯვნივ) მახოტას კუბოსთან. ფოტო: facebook.com/RitmPravoslav ივან კულიკი (შუაში, მარცხნივ) და ლეონ დუბრავსკი (შუაში, მარჯვნივ) მახოტას კუბოსთან. ფოტო: facebook.com/RitmPravoslav

რომის კათოლიკური ეკლესიის კამენეც - პადოლის ეპისკოპოსმა და უკრაინის ბერძნულ -კათოლკური ეკლესიის ეპისკოპოსებმა მეუ-ს ,,მიტროპოლიტს’’ ანტონი მახოტას წესი აუგეს.

2021 წლის 25 მარტს უკრაინის ბერძნულ - კათოლიკური ეკლესიისა და რუსეთის კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლებმა ხმელნიცკის ეპარქიაში პარაკლისი გადაუხადეს მეუ-ს გარდაცვლილ ,, იერარქს’’ ვლადისლავ (ანტონი) მახოტას. ფოტო გამოქვეყნდა «У ритмі Православ’я» ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.

სურათიდან ჩანს , რომ პარაკლისში მონაწილეობა მიიღო რკე-ს კამენეც - პადოლის ეპისკოპოსმა ლეონ დუბრავსკიმ და კამენეც -პადოლის უკრაინის ბერძნულ - კათოლიკური ეკლესიის ეპისკოპოსმა ივან კულიკმა, ასევე ამ სტრუქტურის სასულიერო პირებმა.

გარდა ამისა, ორივე კათოლიკური საეპისკოპოსოს ეპისკოპოსმა მწუხარება გამოთქვეს მეუ-ს იერარქის გარდაცვალების გამო.

ლეონ დუბრავსკი იმედოვნებს,რომ მახოტასთან მიწიერი «მეგობრული თანამშრომლობის შემდეგ» ისინი ერთად ადიდებენ ღმერთს «ანგელოზთა შორის მარადისობაში», ხოლო ივან კულიკმა აღნიშნა, რომ მახოტას გარდაცვალებამ ის კიდევ ერთხელ დააფიქრა « ქრისტეს აღდგომის საიდუმლოებასა და ადამიანის აღდგომაზე».

ანტონი მახოტას ოფიციალური ,,პანაშვიდი’’26 მარტს გაიმართება.

ადრე მჟკ წერდა, რომ გარდაიცვალა მეუ-ს ხმელნიცკისა და კამენეც - პადოლის ,, მიტროპოლიტი’’ ანტონი მახოტა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ