უკრაინელებს შეუძლიათ უარი თქვან ID-ბარათზე რელიგიური კუთხით, – სამინისტრო

26 მარტი 2021 14:20
250
უკრაინის მოქალაქის ახალი და ძველი პასპორტი. ფოტო: Обозреватель უკრაინის მოქალაქის ახალი და ძველი პასპორტი. ფოტო: Обозреватель

უკრაინის იუსტიციის სამინისტრომ განმარტა , რა შემთხვევაში შეიძლება 1994 წელს გაცემული პასპორტის ანალოგის აღება.

რელიგიური შეხედულებები – არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც უკრაინის მოქალაქეებს შეეძლებათ უარი თქვან ID-ბარათზე და მიიღონ მოქალაქეობის დამადასტურებელი საბუთის ძველი ვარიანტი. ამაზე საუბარია უკრაინის იუსტიციის სამინისტროს  Facebook გვერდზე.

პასპორტის შეცვლა საჭიროა სახელის ან გვარის შეცვლის შემთხვევაში, ან თუ დაიკარგა, თუ ვადა გაუვიდა, შეგვახსენა სამინისტრომ. ახლა უკრაინის მოქალაქეებზე გაიცემა ახალი სახის პასპორტი – ID-ბარათი, მასზე უარის თქმა «შესაძლებელია მხოლოდ რელიგიური შხედულების გამო».

თუ საემიგრაციო სამსახური უარს იტყვის ძველებური პასპორტის გაცემაზე, მოქალაქეს აქვს უფლება მიმართოს სასამართლოს, რომ მას მიანიჭეს ეს პასპორტი.

«უკრაინის მასშტაბით 1994 წელს გაცემული პასპორტის მსგავსის მინიჭების პირველი მაგალითი ჟიტომირში მოხდა. უმაღლესი რადის დიდი პალატის მოსამართლეებმა გაამართლეს უკრაინის მოქალაქე, რომელმაც თავისი რელიგიური შეხედულების გამო უარი თქვა ID-ბარათზე და  საემიგრაციო სამსახური დაავალდებულეს გაეცა ძველი სტილის პასპორტი.

ასე შეიტანეს ცვლილება შინაგან საქმეთა სამინისტროს კანონში და მიუთითეს , რომ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს შესაბამისი სასამართლო გადაწყვეტილება,საემიგრაციო სამსახური გასცემს 1994 წელს გაცემული სტილის პასპორტს , და ამისათვის საჭიროა დაუყოვნებლივ მიმართოთ სახელმწიფო საემიგრაციო სამსახურს სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე», – ამბობს იუსტიციის სამინისტრო.

პასპორტის შეცვლა აუცილებელი არ არის, თუ მხოლოდ სურათის დაკვრაა საჭირო (25 ან 45 წლის ასაკში). თუმცა, იუსტიციის სამინისტრო ხაზს უსვამს, «თუ თქვენ გადააცილეთ 30 დღიან ვადას, რომელიც გეძლევათ პოტოსურათის შესაცვლელად, ამ შემთხვევაში პასპორტი ითვლება ვადაგასულად, და აუცილებელი ხდება ID-ბარათის აღება».

ადრე მჟკ წერდა, უკრაინის მოქალაქეებს უფლება ენიჭებათ პასპორტის ფოტო ქუდით გადაიღონ, მხოლოდ რელიგიური და სამედიცინო შეხედულების გამო.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ