უმე-ს საქმეთამმართველი: გადატანილი მსვლელობა აუცილებლად ჩატარდება

22 მარტი 2021 22:18
18
უმე-ს საქმეთმმართველი ანტონი (პაკანიჩი). ფოტო: скриншот видео «Перший Козацький» უმე-ს საქმეთმმართველი ანტონი (პაკანიჩი). ფოტო: скриншот видео «Перший Козацький»

მართლმადიდებლობის ზეიმზე უმე-ს ჯვაროსნული მსვლელობები კიევსა და მრავალ ეპარქიულ ცენტრში არ იმართება არა მხოლოდ პანდემიის გამო, განაცხადა მიტროპოლიტმა ანტონიმ.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეთა მმართველმა, ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტმა ანტონმა (პაკანიჩი) განაცხადა, რომ უმე-ს ჯვაროსნული მსვლელობა, რომელიც უნდა გამართულიყო კიევში მართლმადიდებლობის დღესასწაულზე, აუცილებლად ჩატარდება, როგორც კი გახდება შესაძლებელი. ამაზე  მიტროპოლიტმა განაცხადა ბრიფინგზე კიევ-პეჩერის  წმინდა მიძინების ლავრაში 2021 წლის 21 მარტს, იტყობინება «Перший Козацький».

„წელს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის,უნეტარესი მიტროპოლიტი ონუფრეს კურთხევით  ჯვაროსნული მსვლელობები უნდა ჩატარებულიყო თითქმის ყველა ეპარქიულ ცენტრში,-აღნიშნა უმე-ს საქმეთა მმართველმა.  - ისინი ეძღვნება ჩვენი მართლმადიდებლური რწმენის სიწმინდეს<...>და იმას, რომ ჩვენ, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეები წარმოვადგენთ ჩვენი სამშობლოს, ჩვენი სახელმწიფოს ღირსეულ მოქალაქეებს.“

მიტროპოლიტის სიტყვებით, უმე-ს მორწმუნეებისათვის გაუგებარია, რატომ მოქმედებს დღემდე დისკრიმინაციული კანონები, რომლებიც მიღებულია წინა ხელისუფლების მიერ. კერძოდ, განმარტა მან, საუბარი მიდის ეკლესიების სახელების ძალადობრივ შეცვლაზე და უმე-ს ტაძრების რეიდერული მიტაცების პროცედურების გამარტივებაზე.

„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეკლესიის ხმა შესმენილ იქნება ხელისუფლების მიერ, რომელიც ახლაა,<...>რომ ხმა ყოველი მართლმადიდებელი მორწმუნის, და ეს არის უმე-ს მრავალმილიონიანი სამწყსო, ლოცვით წარმოთქვამს თავის სიყვარულზე სამშობლოს მიმართ,  ჩვენ კი  ვთხოვთ მთავრობას მოგვისმინოს“,- ხაზგასმით აღნიშნა მან.

სამწუხაროდ, დაამატა უმე-ს საქმეთა მმართველმა, ამ დღეებში კიევსა და მრავალი ეპარქიის ცენტრში გართულდა სიტუაცია პანდემიის გამო, რასთან დაკავშირებითაც ჯვაროსნული მსვლელობები მართლმადიდებლობის ზეიმზე იქ არ გაიმართება.

„თუმცა, თქვენ იცით, ალბათ, როგორი ენთუზიაზმით აღიქვეს მორწმუნე ადამიანებმა გადაწყვეტილება, უნეტარესის კურთხევა, შეიკრიბონ დღეს აქ, კიევ-პეჩერის ლავრაში, იმისათვის რომ გაიარონ ჯვაროსნული მსვლელობით ვლადიმირის გორაკთან და იქ ერთობლივად ილოცონ ჩვენი ხალხისათვის, ჩვენი სახელმწიფოსა და თავისი უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიისათვის. ჩვენ არ გვინდა  ადამიანთა დაავადების გამრავლების პროვოცირება და დღეს ვილოცებთ ჩვენს ტაძრებში, მაგრამ ახლო მომავალში, როდესაც სიტუაცია მოგვცემს საშუალებას, ჩვენ აუცილებლად ჩავატარებთ ასეთ ჯვაროსნულ მსვლელობას, რომ კიდევ ერთხელ დავინახოთ ერთმანეთი, რომ ერთობლივი ლოცვით დავამოწმოთ ჩვენი ერთგულება უკრაინის კანონიკური მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ, რომელიც დღეს იტანჯება“,-თქვა ბორისპოლისა და ბოვარის მიტროპოლიტმა ანტონმა.

შეგახსენებთ, უმე-ს საქმეთა მმართველი თვლის, რომ კიევში მართლმადიდებლობის დღესასწაულზე ჯვაროსნული მსვლელობის გადატანა უფრო „ხელსაყრელი დროისათვის“-ეს სულიერი გამოცდაა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ