იაროშმა უ.ე.უ.ს-ს უმე-ს ლიკვიდაციისკენ მოუწოდა

21 მარტი 2021 00:03
80
დიმიტრი იაროში(შუაში). ფოტო: teleskop-by.org დიმიტრი იაროში(შუაში). ფოტო: teleskop-by.org

იაროშმა განაცხადა, რომ უმე სტალინმა შექმა და მისი ლიკვიდაციის მოწოდება გააკეთა.

 «მემარჯვენეთა სექტორის»  ყოფილმა მეთაურმა დიმიტრი იაროშმა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს რიგგარეშე სხდომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე თავის ფეისბუქ გვერდზე განაცხადა, რომ თითქოს უმე წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის აგენტურას და მისი დაშლისკენ მოუწოდა საბჭოს.

«რუსეთის მართმადიდებლურ ეკლესიას ისეთი დამოკიდებულება აქვს უკრაინის ეკლესიის მიმართ, როგორც ზღვის გოჭს ზღვის მიმართ, – დაწერა იაროშმა. – რუსეთის ,,ეკლესიის’’ საქმიანობა გამოუსწორებელი საფრთხის შემცველია , უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის ბრძოლაში, ამიტომაც უნდა იქნას ლიკვიდირებული, მისი იმპერიული ქმედებები უნდა აიკრძალოს, ხოლო მატერიალური რესურსები და  ქონება დაუბრუნდეს უკრაინელ ხალხს».

იაროშის თვალსაზრისით, უმე შეიქმნა «უკრაინაში აკრძალული კომუნისტური პარტიის და მისი ლიდერის სტალინის მიერ და უკრაინის დამოუკიდებლობის პერიოდში ის არის საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის შვილობილი, რელიგიურ ლოზუნგებს ამოფარებული, ახორციელებს მიზანმიმართულ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს», დონბასში ომის დაწყებიდან ის წარმოადგენს ,,პრორუსული ძალების საიმედო საყრდენს, კულტურული ღირებულებების (ეკლესია-მონასტრები) გადაქცევით ანტიუკრაინულ პროპაგანდად და რუსეთის ფედერაციის შტაბად და ბაზებად».

«შორს რუსი მღვდელები! ჩვენ გავიმარჯვებთ!», – ამ სიტყვებით დაასრულა თავისი განცხადება იაროშმა.

როგორც მჟკ გვამცნობს, ეპიფანე დუმენკომ აკურთხა «მემარჯვენე სექტორი» ბანდერის ორდენის შესაქმნელად.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ