მიტროპოლიტი ლუკა ლიტანიობაზე: ახლა ღმერთი ამოწმებს ჩვენს ერთგულებას

მიტროპოლიტი ლუკა. ფოტო: hramzp.ua

მიტროპოლიტმა ლუკამ შეგვახსენა,რომ უმე-არის მილიონობით მორწმუნე,რომლებიც მზად არიან დაამტკიცონ თავიანთი ერთგულება ეკლესიის მიმართ და რომ ღმერთს ეკუთვნიან ამ რთულ მომენტში

ზაპოროჟიისა და მელიტოპოლის მიტროპოლიტი ლუკა (კოვალენკო) თვლის, რომ მართმადიდებლობის ზეიმის დღეს ლიტანიობაში მონაწილეობის მიღება  - ეს ჩვენი რწმენის გამოცდაა. ამაზე მჟკ-სთან ისაუბრა მიტროპოლიტმა.

მიტროპოლიტმა ლუკამ ხაზი გაუსვა, რომ «უკრაინის მართმადიდებლური ეკლესია, არის დედამიწაზე ქრისტეს ეკლესია და მას ვერ გადმოლახავს "ჯოჯოხეთის კარიბჭე"». მაგრამ  «ჩვენც შეგვიძლია და უნდა ვაჩვენოთ რომ მიწიერ სამყაროში მორწმუნეები - არა მხოლოდ სახელმწიფოს წინაშე ვალდებული მოქალაქეები არიან, არამედ მათ იცავს უკრაინის კონსტიტუცია».

«ჩვენ არ ვართ უუფლებო ელექტორატი ან ნაცრისფერი მასა. ჩვენ – უკრაინის მოქალაქეები და პატრიოტები ვართ. მაგრამ როდესაც ჩვენს უფლებებს უხეშად არღვევენ, ჩვენ – ვართ რეალური სოციალური მასა», – ხაზი გაუსვა მიტროპოლიტმა.

მიტროპოლიტმა მიუთითა რომ, უმე-ს მორწმუნეები – «ეს არის მილიონობით მოქალაქე, რომლებიც მზად არიან დაამტკიცონ თავიანთი ერთგულება ქრისტეს მიმართ ».

ის დარწმუნებულია, რომ ახლა ღმერთი ამოწმებს ჩვენს ერთგულებას მასა და ეკლესიის მიმართ. «ჩვენ გვიყვარს უკრაინა და მას ვუსურვებთ მხოლოდ ერთ რამეს – მშვიდობას, ამიტომაც ვითხოვთ არ დაირღვეს კონსტიტუცია – მშვიდობის ფუნდამენტი, ასევე ჩვენი უფლებები, მასთან შესისხორცებული!», – თქვა იერარქმა.

ამიტომაც, ამბობს მიტროპოლიტი ლუკა, «ყველა მიტროპოლიტი, მღვდელმსახური, უბრალო მორწმუნენი მართმადიდებლობის დღესასწაულის არსანიშნავად გამოვლენ ლიტანიობაზე მთელი უკრაინის მასშტაბით.!»

მან გაიხსენა ჩერნოგორიაში მომხდარი ფაქტები და ხალხის რეაქცია 2020 წელს, ხაზი გაუსვა, რომ «მართმადიდებლებს შეუძლიათ გაერთიანდნენ და დაიცვან როგორც თავიანთი, ასევე ეკლესიის უფლებები», რადგანაც, «თავიანთი სიწმინდეებისა და რწმენის დაცვისას, ჩვენ უმე-ს მორწმუნეები მარტო არ ვიქნებით– ჩვენთან იქნება ზეციური ეკლესია!», – დაასკვნა მიტროპოლიტმა.

ადრე მჟკ წერდა, რომ მიტროპოლიტმა ლუკამ ზაპოროჟიის მორწმუნეებს მოუწოდა 21 მარტს გამოვიდნენ საზეიმო მსვლელობაზე.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

გაღიზიანებთ თუ არა კინემატოგრაფიაში ლგბტ სცენების დომინირება?
დიახ
93%
არა
7%
მიჭირს პასუხის გაცემა
0%
სულ ხმა მისცა: 14

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus