იერუსალიმის ეკლესიის იერარქმა მოგვიწოდა ვილოცოთ დევნილი უმე-სთვის

16 მარტი 2021 16:05
0
მიტროპოლიტი ტიმოფეი (მარგარიტისი). ფოტო: news.church.ua მიტროპოლიტი ტიმოფეი (მარგარიტისი). ფოტო: news.church.ua

ვოსკის მიტროპოლიტმა ტიმოფეიმ (მარგარიტისი) აღნიშნა უმე-ს მრევლის გმირული საქციელი, რომლებმაც დევნის დროს მტკიცედ დაიცვეს დედა ეკლესია.

ყველა მართმადიდებელმა უნდა გააძლიეროს ლოცვა, რათა უფალმა კიდევ უფრო გააძლიეროს ისინი თავიანთ გმირულ საქციელში. ამის შესახებ იერუსალიმის მართმადიდებლური ეკლესიის იერარქმა, უფლის წმინდა საფლავის ეგზარქოსმა კვიპროსში ვოსკელმა ტიმოფეიმ (მარგარიტისმა) განაცხადა, მას შემდეგ რაც უყურა ფილმს ,,მართალნი: სიყვარულის ჰიმნი’’ , რომელიც ეძღვნება ბუტინისა და კინახოვცში მცხოვრებ მრევლს, მათ დაკარგეს ორი ტაძარი, მაგრამ შეინარჩუნეს სიყვარული ერთმანეთისა და მოძალადეების მიმართაც კი.

14 მარტს მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო განყოფილების მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაზე მიტროპოლიტმა ტიმოფეიმ დააკომენტარა, რომ ,,ქების ღირსი არიან ის მორწმუნენი, რომლებიც დევნის პერიოდში მყარად იცავდნენ დედა ეკლესიას’’.

«უფალმა დააჯილდოვა ისინი მოთმინებისთვის, და უკრაინაში აშენდა ბევრი ტაძარი, სადაც მორწმუნეები ლოცულობენ გზას აცდენილთა მოსაბრუნებლად, რათა უფალმა დააყენოს ისინი ჭეშმარიტების გზაზე და შთააგონოს მათ ქრისტესთვის გაერთიანება’’.

,,ჩვენ ყველა მართმადიდებელს, მოგვეთხოვება გავაძლიეროთ ლოცვა, რომ გაგვაძლიეროს ამ ბრძოლაშ’’, – ხაზი გაუსვა იერუსალიმის მართმადიდებლური ეკლესიის იერარქმა.

ადრე მჟკ წერდა, რომ მიტროპოლიტმა ტიმოფეიმ (მარგარიტისი) დაგმო ძალადობრივი აქტი უკრაინაში, ხაზი გაუსვა, რომ მსგავსი საქციელით ემსახურებიან მართმადიდებლური ეკლესიის მტრებს და აღრმავებენ განხეთქილებას.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ