სარნოს ეპარქიაში მეუ-ს მიერ მიტაცებულის სანაცვლოდ აკურთხეს ახალი ტაძარი

ტაძრის კურთხევა. ფოტო: sarny.church.ua/

მიტროპოლიტმა ანატოლიმ მიულოცა მორწმუნეებს ახალი ტაძრის  კურთხევა და მოუწოდა მათ შეინარჩუნონ მართლმადიდებლური რწმენა.

2021 წლის 13 მარტს პოლისის და სარნის მიტროპოლიტმა ანატოლიმ აკურთხა პეტრე-პავლეს სახელობის ტაძარი როვენის რაიონის სოფელ იასინეცში, იუწყება პოლესის ეპარქიის პრეს-სამსახური.

დუბოვიცას რაიონის სოფელ სელეცში  წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის რეიდერულად ხელში ჩაგდების შემდეგ, დევნილი ეკლესიური თემი იძულებული იყო ელოცა სამლოცველოში, რომელიც მდებარეობს სოფელ იასინეცის სასაფლაოზე. ტაძრის წინამძღვრის დეკანოზ ნიკოლაი ივანიჩკოს და სამრევლოს  ძალისხმევით შენობა ტაძრად გადაკეთდა.

მიტროპოლიტმა ანატოლიმ აკურთხა ახალი ტახტი და უნეტარესი მიტროპოლიტი ონუფრის კურთხევით დააბრძანა კიევისა და გალიცის მიტროპოლიტის წმინდა მოწამე ვლადიმირის სიწმინდეები. კურთხევის შემდეგ ტძარში შესრულდა პირველი საღვთო ლიტურგია საეპისკოპოსო  რანგში.

მიტროპოლიტ ანატოლისთან ერთად მსახურებდნენ სოფელ ველიკიე ცინცევიჩის  წმინდა-პოკროვის მამათა მონასტრის არქიმანდრიტი ანტონი(გრიბანი), სოფელ იასინეცის პეტრე და პავლეს სახელობის ტაძრის დეკანოზი ნიკოლაი ივანიჩკო, მღვდლები მეზობელი სოფლებიდან, და ასევე კიევის ეპარქიის კლირიკები.

მიტროპოლიტმა ანატოლიმ მიულოცა სამღვდელოებას და მორწმუნეებს ტაძრის კურთხევა, უსურვა სამრევლოს ტაძრის  და წინაპრების სარწმუნოების შენარჩუნება და მადლობა გადაუხადა მორწმუნეებს მსხვერპლის გაღებისთვის.

როგორც ადრე მჟკ იუწყებოდა, ბელგოროდკაში აკურთხეს მშენებარე ტაძრის გუმბათის ჯვარი.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

გაღიზიანებთ თუ არა კინემატოგრაფიაში ლგბტ სცენების დომინირება?
დიახ
100%
არა
0%
მიჭირს პასუხის გაცემა
0%
სულ ხმა მისცა: 2

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus