უმე-ს წინამძღვარმა დალოცა მსვლელობა მართლმადიდებლობის დღესასწაულზე

13 მარტი 2021 20:00
0
კიევისა და მთელი უკრაინის მიტროპოლიტი ონუფრე. ფოტო: news.church.ua კიევისა და მთელი უკრაინის მიტროპოლიტი ონუფრე. ფოტო: news.church.ua

ტრადიციული ჯვაროსნული მსვლელობები და უმე-ს მორწმუნეების ლოცვითი დგომა უნდა წარიმართოს ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით-უნუფრე.

სამწყსოს მიმართვაში შენდობის კვირასთან და დიდი მარხვის დაწყებასთან დაკავშირებით უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა, უნეტარესმა მიტროპოლიტმა კიევისა და სრულიად უკრაინის ონუფრიმ დალოცა მართლმადიდებლობის დღესასწაულზე ეპარქიის ცენტრებში ტრადიციული ჯვაროსნული მსვლელობების და ლოცვითი დგომის ჩატარება. კურთხევის ტექსტი გამოაქვეყნა უმე-ს საინფორმაციო-საგანმანათლებლო განყოფილებამ.

„მიუხედავად მრავალრიცხოვანი თხოვნებისა და მიმართვებისა, ჩვენს სახელმწიფოში არ გაუქმებულა კანონები, რომლებიც მიღებული იქნა წინა მთავრობის მიერ და რომლებიც არსებითად ზღუდავენ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეთა უფლებებს,-აღნიშნა, უმე-ს წინამძღვრმა  მიმართვაში. -სურვილი გვაქვს, რომ ჩვენი მორწმუნეების ხმა  მაინც იქნას გაგონილი. ამიტომ კურთხევას ვიძლევი დიდი მარხვის პირველ კვირას, როდესაც  მართლადიდებლობის ზეიმია, ყველა ეპარქიის ცენტრში მოეწყოს ჯვაროსნული მსვლელობები და ლოცვითი დგომა, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით.“

უნეტარესის სიტყვებით, „ჩვენ ბაგეებზე ლოცვით და სიწმინდეებით ხელში უნდა გავიაროთ მშობლიური ქალაქების ქუჩებში, იმისათვის რომ დავამოწმოთ ჩვენი ერთგულება წმინდა მართლმადიდებლობის , და ასევე ჩვენი სიყვარული მშობლიური უკრაინული მიწის-ჩვენი მიწიერი სამშობლოს წინაშე.“

„ჩვენ უკრაინის მოქალაქეები ვართ, და ჩვენ გვაქვს ჩვენი წინაპრების მიერ სისხლით მოპოვებული უფლება  მართლმადიდებლური რწმენა  ისე მივიღოთ, როგორც ეს ქრისტეს  მოციქულებმა და წმინდა მამებმა გადმოგვცეს“- აღნიშნა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა.

შეგახსენებთ, რომ უნეტარესი ონუფრის მიმართვა, რომელიც ეძღვნება შენდობის კვირას და დიდი მარხვის დაწყებას, 14 მარტს წაიკითხავენ ლიტურგიაზე უმე-ს ყველა ტაძრებსა და მონასტრებში.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ