იარემენკომ თქვა, რომ წარმოადგენს ფანარიონში მისი ამომრჩევლების ინტერესებს

09 მარტი 2021 23:28
12
ბოგდან იარემენკო ფანარიონში. ფოტო: fanarion.blogspot.com ბოგდან იარემენკო ფანარიონში. ფოტო: fanarion.blogspot.com

ბოგდან იარემენკომ განაცხადა, რომ რამდენიმეჯერ შეხვდა პატრიარქ ბართლომეს და განიხილა მასთან „ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის გაერთიანების ვარიანტები და პერსპექტივები.“

2021 წლის 6 მარტს , პარლამენტის წარმომადგენლებისა და უკრაინის დიპლომატების შეხვედრაზე პატრიარქ ბართლომესთან, სახალხო დეპუტატმა „ხალხის მსახური“-დან  განაცხადა, რომ წარმოადგენს ფანარიონში თავისი ამომრჩევლების ინტერესებს.

იარემენკოს სიტყვებით, ის წარმოადგენს  თავის სააჩევნო უბნის ინტერესებს, „და, როგორც პარლამენტის წევრმა ყოველდღიურად  თავის ოლქში შემავალ რეგონებში მუშაობისას, შემიძლია ვთქვა , რამდენად  მნიშვნელოვანია უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მოღვაწეობა.“

ამ მოღვაწეობის განმარტებისას სახალხო დეპუტატმა ფანარიონის მეთაურს მოუყვა, რომ „მეუ-ს მუშაობა ეხება არამარტო ომს და იმას, რომ შეამსუბუქოს ადამიანების ტანჯვა ამ სიტუაციაში“, არამედ გავლენას ახდენს „უსამართლობის ყველა ფორმაზე, რომლის მსხვერპლი-და ეს საიდუმლო არაა-დროდადრო ჩვენი ხალხი ხდება.“

ადრე მჟკ წერდა, რომ მეუ-ს შეიარაღებული წარმომადგენლები სასტიკად გაუსწორდნენ უმე-ს მორწმუნეებს ზადუბროვკაში.

უმე-ს მორწმუნეებს მეუ-ს მხარდამჭერები ასევე სასტიკად გაუსწორდნენ ნიკოლაევში, პტიჩიეში, ბოგოროდჩანებში, ბერესტიეში, გნეზდიჩნოში, გალუზინცში, რაკოვ ლესში, ნოვოჟივოტოვეში, მაშეში და უკრაინის სხვა დასახლებულ პუნქტებში.

ასევე განაცხადეს, რომ ფანარიონის მეთაურს წერილი გადასცა სახალხო დეპუტატმა „ხალხის მსახური“-დან ბოგდან იარემენკომ, რომელიც    უკრაინის უმაღლეს რადაში სხდომის მიმდინარეობის დროს მეძავთან მიმოწერის გამო გახდა სკანდალურად ცნობილი.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ