სერბეთის ეკლესია შემდგომშიც გააგრძელებს ურთიერთობებს რმე-სთან - სმე იერარქი

07 მარტი 2021 12:04
0
ეპისკოპოსი ანტონი მორავიჩსკი. ფოტო: pravoslavie.ru ეპისკოპოსი ანტონი მორავიჩსკი. ფოტო: pravoslavie.ru

ეპისკოპოს ანტონის აზრით, პატრიარქი პორფირე აგრძელებს სვლას იმავე გზებით, რომლითაც საუკუნეების განმავობაში მიდიოდნენ რუსი და სერბი ხალხები.

მოსკოვში სერბეთის სამონატრო ეკლესიის წინამძღვარი, მორავიჩის სერბული მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსი  ანტონი აცხადებს, რომ სერბეთის ახალი პატრიარქის პორფირეს დროს ურთიერთობა სმე და რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის აგრძელებს განვითარებას.

„დღეს სერბეთი- ის ქვეყანაა, რომელიც თავისი ისტორიის ყველაზე რთული მოვლენების შემდეგ წარმატებით ვითარდება, პირველ რიგში,   პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის ძალისხმევის მეშვეობით, რომელიც ამყარებს ფართო საერთაშორისო ურთიერთობებს. ვითადება ძმური ურთიერთობები რუსეთთან, რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიასთან,“- განაცხადა ეპისკოპოსმა.

მან გაიხსენა, რომ  სერბეთის პატრიარქის ტახტზე მეუფე პორფირეს არჩევის შემდეგ პირველებმა ტელეფონით მიულოცეს უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ და სსუგ-ს მიტროპოლიტმა ილარიონმა(ალფეევმა). მეუფე ანტონის სიტყვებით, „ამ მილოცვებმა ძალიან გაახარა პატრიარქი პორფირე, მან იგრძნო დიდი მხარდაჭერა და სიყვარული დიდი სლავი ხალხის, დიდი რუსეთის.“

„ვფიქრობ, რომ ძმური ურთიერთობები, რომლითაც სერბი პატრიარქები ტრადიციულად  მხარს უჭერდნენ რუსეთის ეკლესიას, გააგრძელებს  ახლადარჩეული პატრიარქი პორფირე, რომელიც მიდის იმვე გზებით, რითაც საუკუნეების მანძილზე მიდიოდნენ ჩვენი ხალხები- რუსები და სერბები,“- ხაზი გაუსვა ეპისკოპოსმა.

ადრე მჟკ წერდა, რომ მოსკოვში სერბეთის სამონასტრო ეკლესიის წინამძღვარი, მორავიჩის სერბული მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოსი ანტონი საუბრობდა სერბეთის პატრიარქის არჩევის დეტალებზე.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ