მორწმუნეებს პროტესტი რომ გამოეთქვათ, ანტიეკლესიური კანონები არ იქნებოდა

05 მარტი 2021 14:30
22
რუსლან ბორტნიკი. ფოტო: persona.top რუსლან ბორტნიკი. ფოტო: persona.top

თუ ფეისბუქში ლაიქის დასმის გეშინიათ, რისი იმედი უნდა გქონდეთ, - ეკითხება უკრაინელებს რუსლან ბორტნიკი.

უკრაინის პოლიტიკისა და მენეჯმენტის ანალიზის ინსტიტუტის“ დირექტორმა რუსლან ბორტნიკმა  პროგრამის „რწმენის უფლება“  youtube-არხის «Перший Козацький»-ს ეთერში განაცხადა, რომ მორწმუნეებმა აქტიურად უნდა გამოთქვან  პროტესტი,  ხელისუფლებაში  ანტიეკლესიური ქმედებები რომ არ იყოს.

რუსლან ბორტნიკმა კომენტარი გააკეთა პროგრამის წამყვანის იან ტაქსიურის სიტყვებზე, რომელმაც თქვა, რომ ახლა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სპიკერები უფრო ხშირად ლაპარაკობენ ჩერნოგორიის მორწმუნეთა გამოცდილებაზე, სადაც ქვეყნის მოსახლეობის თითქმის ნახევარი გამოდიოდა ჯვრებითა და ხატებით ხელში, რის შედეგადაც გაუქმდა  ანტიეკლესიური კანონპროექტი.

ხალხს, რომლებსაც  სურთ  დიდი სამამულო ომის (მონაწილეთა - რედ.) ხსოვნის პატივისცემა, მშობლიურ ენაზე ლაპარაკი და მათთვის ჭეშმარიტ ეკლესიებში სიარული, პროტესტი რომ გამოეთქვათ და მიტინგებზე ევლოთ, არაფერი ეს არ იქნებოდა (უკრაინაში ანტიეკლესიური კანონების მიღება - რედ.)“, - განაცხადა ბორტნიკმა.

ადრე თუ გვიან თქვენთანაც მოვლენ, როდესაც აშკარა მტრები ამოეწურებათ, ბინებს ჩამოივლიან. თუ ნორმალურად ცხოვრება გინდათ, დაიკავეთ აქტიური პოლიტიკური პოზიცია. თუ ფეისბუქში ლაიქის დასმის გეშინიათ, რისი იმედი უნდა გქონდეთ, - დაამატა მან.

 

 

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ