პოლიციამ აღძრა საქმე ტერნოპოლის მაცხოვრებლის წინააღმდეგ უმე პოსტების გამო

04 მარტი 2021 22:00
32
პოლიციამ საქმე აღძრა რელიგიური შუღლის ჩამოგდების გამო, სოცილალურ ქსელში განთავსებული პოსტის საფუძველზე. ფოტო: dnepr.info პოლიციამ საქმე აღძრა რელიგიური შუღლის ჩამოგდების გამო, სოცილალურ ქსელში განთავსებული პოსტის საფუძველზე. ფოტო: dnepr.info

მასალაში მითითებულია სოც. ქსელებში რელიგიური შეღლის გაღვივების შესახებ, ფოსტით შემოვიდა ზბარაჟის პოლიციაში ტერნოპოლის ოლქის უკრაინის უსაფრთხოების სამს. სამმართველოდან.

პოლიციამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე ტერნოპოლის ოლქის მაცხოვრებლის წინააღმდეგ, რომელიც სოციალურ ქსელ Facebook-ის თავის გვერდზე ათავსებდა პოსტებს უკრაინაში მართლმადიდებელ ეკლესიაზე, იუწყება Klymenko Time.

სისხლის სამართლის წარმოება აღძრულია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 161 სტ. 1 ნაწ. (მოქალაქეთა თანასწორობის დარღვევა მათი რასობრივი, ნაციონალური კუთვნილების შესაბამისად ან რელიგიასთან მიმართებაში).

მასალა, რომლის საფუძველზეც აღიძრა საქმე, ტერნოპოლის ოლქის უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სამმართველოდან ზბარაჟის პოლიციაში შემოვიდა ფოსტით. იქ ნათქვამი იყო, რომ ერთ-ერთი განაპირა სოფლის მაცხოვრებელი თავის გვერდზე სოციალურ ქსელ Facebook-ში ავრცელებდა ინფორმაციას, რომელიც თითქოს  რელიგიურ შუღლს აღვივებს.

კერძოდ, მითითებული ინტერნეტ-მომხმარებელი თავის პოსტებში უწოდებს უკრაინაში მართლმადიდებელ ეკლესიას სიცრუეს, რომელიც ოდესმე „საპნის ბუშტივით გასკდება“, წერს  მათზე, ვინც თავი   ქრისტეს ეკლესიის მღვდელმთავრებად  გამოაცხადა და ვინც კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომემ უფლის ტაძარში მიიყვანა და ა.შ.

თვით ტერნოპოლის ოლქის მაცხოვრებელმა, რომლის პოსტებში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დაინახა „მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფა“, გაიგო მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის შესახებ ქსელის ახალი ამბებიდან. მისი სიტყვებით, მან განათავსა მხოლოდ რამდენიმე პუბლიკაცია, რომელიც შეიცს  კრიტიკას უკრაინაში მართლმადიდებელ ეკლესიის მისამართით, ეს ყველაფერი რჩება Facebook-ის მის პირად გვერდზე და „არაფერი განსაკუთრებული მათში არ არის“.

შეგახსენებთ, მანამდე უკრაინაში მართლმადიდებელ ეკლესიის „იერარქმა“ ადრიანე კულიკმა სოციალურ ქსელებში მოუწოდა, „უპატრონო ძაღლების მსაგავსად“, ყველას მარკირება, ვისაც არ  უყვარს უკრაინა. „მღვდელმთავარს“ მხარი დაუჭირა უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის მეორე სკანდალურმა წარმომადგენელმა „დეკანოზმა“ ალექსანდრე დედიუხინმა, რომელმაც ფეისბუქში კულიკის პოსტის ქვეშ განაცხადა: „როდესაც ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში, სწორედ ასე მოვიქცევით. დავჩიპავთ ყველა მტერს“.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ