მიტროპოლიტმა ილარიონმა ახსნა, რატომ არ ჰყავს ბართლომეს უკრაინაში მრევლი

ფანარის მეთაური პატრიარქი ბართლომე ხელს აწერს უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის ტომოსს. ფოტო: president.gov.ua

მართლმადიდებელთა უმრავლესობა უკრაინაში უმე მრევლია, მეუ-ს კი ფანარის მეთაურმა ტომოსი მისცა, ამიტომ ისიც ვერ იქნება მისი მრევლი, თვლის მიტროპოლიტი ილარიონი.

საიდან  შეიძლება ჰყავდეს პატრიარქ ბართლომეს მრევლი უკრაინაში, სადაც მართლმადიდებელ მორწმუნეთა უმრავლესობა კანონიკური უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლია, ხოლო განხეთქილებაში მყოფი  უკრაინაში მართლმადიდებელი  ეკლესია ფანარის მეთაურისგან დამოუკიდებელია, რადგან მან ავტოკეფალიის ტომოსი მიანიჭა მას. ამის შესახებ ლაპარაკობდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის  საგარეო საეკლესიო კავშირის განყოფილების ხელმძღვანელი, მიტროპოლიტი ილარიონი გადაცემის „ეკლესია და მსოფლიო“ ეთერში, მან კომენტარი გააკეთა პატრიარქ ბართლომეს ბოლო განცხადებაზე იმის შესახებ , რომ ის აუცილებლად გაემგზავრება უკრაინაში, „იქ ხომ მისი მრევლია“, გადასცა მოსკოვის საპატრიარქოს ოფიციალურმა საიტმა.

გაუგებარია, რა მრევლი ჰყავს კონსტანტინიპოლის პატრიარქს უკრაინაში. მართლმადიდებელ მორწმუნეთა უმრავლესობა კანონიკური უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლია, რომელსაც ახლა არ აქვს მასთან ურთიერთობა. გარდა ამისა, ხალხის ნაწილი მიეკუთვნება განხეთქილების სტრუქტურას, რომელსაც მან მიანიჭა ეგრეთ წოდებული ავტოკეფალია. თუ ეს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს თვალსაზრისით „ავტოკეფალური ეკლესიაა“, მაშინ რატომ არის ეს მისი მრევლი?“ - თქვა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქმა.

მან გაიხსენა, რომ ფანარის მეთაურის ქმედებებმა, რომლებიც დაანონსდა როგორც განხეთქილების გადალახვა, არ მოუტანეს უკრაინელ ხალხს არც მშვიდობა და არც ერთობა. პირიქით, განხეთქილების მონაწილეები თავს ესხმოდნენ კანონიკური ეკლესიის ტაძრებს, ძალის გამოყენებით აგდებდნენ ტაძრებიდან მღვდლებს და მრევლს. მთელი რიგი გაერთიანებებისა, რომლებმაც დაკარგეს ტაძრები განხეთქილების რეიდერობის გამო, იძულებულები არიან ზამთრის ყინვაში ქუჩაში ილოცონ.

ვფოქრობ, თუ პატრიარქი ბართლომე ჩავა უკრაინაში, კარგი იქნება, თუ ის მოინახულებს ასეთ ადგილებს და ნახავს, რა გამოიწვიეს მისმა ქმედებებმა“, - ხაზი გაუსვა მიტროპოლიტმა ილარიონმა.

როგორც მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, წინამძღვრის მეუღლე ბერესტიდან: ეს საშინელებაა, რაც ბართლომემ გააკეთა.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

მართალია თუ არა პატრიარქი ბართლომე, როცა ამბობს, რომ ფანარიონის პირველობის ეჭვქვეშ დაყენება ზიანს აყენებს მართმადიდებლობას?
დიახ, ფანარიონი პირველია - და ამაზე ვერც იკამათებ
15%
არა, ეკლესიაში პირველი - მხოლოდ ქრისტეა
85%
ჩემთვის სულერთია ფანარიონის განცხადებები
0%
სულ ხმა მისცა: 13

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus