წინამძღვარი კატერინოვკაში: მიტაცების აქტიური მონაწილეები ცოცხლები არ არიან

28 თებერვალი 2021 22:17
11
 დეკანოზი სერგეი გლადუნი, ტერნოპოლის მხარის სოფელ კატერინოვკის თემის წმინდა გეორგიევსკის სახელობის ტაძრის წინამძღვარი. ფოტო: СПЖ დეკანოზი სერგეი გლადუნი, ტერნოპოლის მხარის სოფელ კატერინოვკის თემის წმინდა გეორგიევსკის სახელობის ტაძრის წინამძღვარი. ფოტო: СПЖ

ტაძრის დაკავების მიუხედავად, უმე-ს თემმა მოახერხა კატერინოვკაში ერთ მუშტად შეკვრა და ახალი ტაძრის აგება, ხოლო განხეთქილებაში მყოფთა მიერ მიტაცებული ტაძარი ცარიელია.

22 თებერვალს კიევ-პეჩორის ლავრაში დევნილი თემის „ერთგულთა“ ყრილობაზე ტერნოპოლის მხარის კატერინოვკაში პანტელეიმონის  ტაძრის მრევლის წინამძღვარმა, დეკანოზმა სერგეი გლადუნმა განაცხადა, რომ კატერინოვკაში 2015 წელს ტაძრის  მიტაცების ყველაზე აქტიური მონაწილეები უკვე ცოცხლები არ არიან.

„იმათ, ვინც იდგა კარებზე, უშუალო მონაწილეობა მიიღო (დაკავებაში - რედ.), სამწუხაროდ, ცოცხლები არ არიან. ერთ-ერთ მათგანს ყელის კიბო ჰქონდა, მეორეს - ენის, მესამეს ფეხები მოჰკვეთეს. მათი მეთაური, ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა, 50-55 წლის მამაკაცი მიდიოდა, დაეცა და მოკვდა. რასაკვირველია, ჩვენ ეს არ გვიხარია და არ მიგვიღია, როგორც გამარჯვება. ჩვენ ამაზე ვწუხვართ. თუმცა, ჩვენ ვიცით, რომ უფალი შებღალული არ რჩება, უფალი მაინც დაგსჯის“, - თქვა მღვდელმა.

მამა სერგეი მოყვა კატერინოვკაში უმე (კ)-ს და „მემარჯვენე სექტორის“ მომხრეების მიერ ტაძრის მიტაცების დეტალებზე.

„როცა ჩვენ ღვთისმშობლის შობას (2015 წ.- რედ.) წირვა დავასრულეთ, ხოლო მორწმუნეები დაიშალნენ, მეზობელ სოფელში წესის ასაგებად წავედი. დამირეკეს, რათა დავბრუნებულიყავი, რამდენადაც „მემარჯვენე სექტორის“  მეომრებმა, უცხო ადამიანებმა გაჭრეს ფანჯარა კარიბჭეში და ტაძარი დაიკავეს.  რა ვნახე? ტაძარი გარშემორტყმული იყო „მემარჯვენე სექტორის“ მეომრებით, მათ, თავის მხრივ, პოლიცია შემორტყმოდა გარს, რათა ადამიანებს არ შეძლებოდათ მათთვის ზიანის მიყენება. არავინ იცოდა, რომ ხელისუფლებამ და უმე (კ) -მ გამოიძახეს სპეცდანიშნულების ბატალიონი „ტერნოპოლი“ დაახლოებით 50 ადამიანის შემადგენლობით. და როცა სემინარისტები პოჩაევის ღვთისმშობლის ტროპარის გალობით შეეცადნენ ტაძრის ტერიტორიაზე შესვლას, სპეცბატალიონმა ისინი ალყაში მოაქცია, 5 წუთი დაელოდა, შემდეგ კი ხელკეტებით გაუსწორდნენ მათ, როგორც საქონელს, უბრალოდ „მოზილეს“. ასე რომ მათ თავიანთი ტანით უბრალოდ გაარღვიეს ეკლესიის ზღუდე. ბევრი ადამიანი იქნა ნაცემი; დამცირებული. ისინი (განხეთქილებაში მყოფნი და მებრძოლები -რედ.) მთელი ღამე ცინიკურად ზეიმობდნენ გამარჯვებას, შეურაცხყოფდნენ რა ტაძარს“- დაამატა მღვდელმა.

ტაძრის დაკავების მიუხედავად, კატერინოვკაში დევნილი თემი კიდევ უფრო შეიკრა და ტაძრის დაკავებიდან სამი წლის შემდეგ მან შეძლო ახალი ტაძრის აგება.

„უფლის წყალობითა და უნეტარესი ონუფრის კურთხევით, საქველმოქმედო ფონდ „ფავორის“ დახმარებით ბევრ ადამიანს, რომელიც ტაძარს სწირავდა, ჩვენ მიწის ნაკვეთი ვუყიდეთ და ავაგეთ ტაძარი, როგორც კერძო საკუთრება. რა უნდა ვთქვა ამის შემდეგ? კატერინოვკაში უმე-ს მორწმუნეები, როგორც მათ „ჩემს ადამიანებს“  ვუწოდებ, განხეთქილებაში არ წავიდნენ, ისინი ჩემთან დარჩნენ.  ფაქტიურად არაფერი შეცვლილა სოფელში. წავიდნენ ისინი, ვინც ტაძარში არ დადიოდა, თუ არ ჩავთვლით აღდგომას და წყალკურთხევას“, - აღნიშნა მღვდელმა.

„ახლა ჩვენ მშვიდი ლიტურგიული ცხოვრება გვაქვს. როგორც წესი, მათი (განხეთქილებაში მყოფთა- რედ.) ტაძარი ცარიელია, 10-15 კაცზე მეტი არ დადის. მხოლოდ აღდგომას და შობას. უფალი ჩვენთანაა და ეს იგრძნობა, თავად ადამიანები გრძნობენ უფლის ამ დახმარებას. ადრე ხუმრობით ვამბობდი, მაგრამ ეს სიმართლეა: თავად ეს დაყოფა სოფელში ბევრისთვის სასიკეთო გახდა. რადგანაც ჩვენი ხალხი უფრო მეტად ერთიანი, შეკრული, მღვდლის მიმართ უფრო ყურადღებიანი, უფრო მორწმუნე ხდება. თითქმის ყველა სახლიდან ადამიანები ესწრებიან საკვირაო წირვას. და სულიერ ცხოვრებაზეც ამას (ტაძრის დაკავებას - რედ.) გავლენა არ მოუხდენია“, - დაამატა მან.

 

 

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ