მეუ „მღვდელი“ სოფელ დულიბიდან მრევლს ამცირებს და „შავი ლოცვით“ ემუქრება

«არქიეპისკოპოსი» ნესტორ პისიკი, რომელსაც უჩივის მეუ-ს მრევლი დულიბაში. ფოტო: 0352.ua

ტერნოპოლის ოლქის  სოფელ დულიბში მეუ-ს მრევლი „მღვდლის“ უღირსი საქციელის გამო უნიატებთან გადადის.

ტერნოპოლის ოლქის  სოფელ დულიბის  უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის წევრებმა წინამძღვარს უჩივლეს  დამცირებისა და შეურაცხყოფის გამო, ამ მიზეზით ისინი  უნიატებთან გადადიან, იუწყება Telegram-канал «Churcher». 

უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის წევრებმა დაწერეს საჩივარი „არქიეპისკოპოს“ ნესტორ ჩაიკოვსკის სახელზე.  მრევლმა დაადანაშაულა „დეკანოზი“ მუდმივ  დამცირებაში, შეურაცხყოფაში, ლანძღვაში, ფულის გამოძალვაში და მუქარაში, რომ ის წაიკითხავს რაღაც „შავ ლოცვას“.

ბოლო წვეთი ამ კონფლიქტში  მირქმაზე მომხდარი ინციდენტი იყო. უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის წევრებმა უარი თქვეს  ფულის  დადებაზე იმ  ლარნაკზე, რომელსაც მოლარე  ტაძარში დაატარებდა, იმიტომ რომ წინამძღვარმა მათ სანთლების კურთხევაზე უარი უთხრა.

 ხალხი მის შეჩერებას და ამ სიტუაციაში  გარკვევას  ცდილობდა, მაგრამ ვერ შეძლეს მღვდლის დაჭერა, რომელიც  სახლში სალაროს გასასვლელიდან გაიპარა“, - ნათქვამია მიმართვაში.

მორწმუნეებმა პირობა დადეს, რომ უახლოეს მომავალში აუხსნიან წინამძღვარს, რომ „არ სურთ მისი დანახვა სოფელში“.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირის წყარომ დაადასტურა, რომ დულიბის განხეთქილების გაერთიანებიდან ხდებოდა უკრაინის ბერძნულ-კათოლიკურ ეკლესიაში გადასვლა. წინამძღვართან ბოლო კონფლიქტის შემდეგ უნიატებთან ჯერ არავინ არ გადასულა, თუმცა ამაზე ლაპარაკობენ.

კერძოდ, როდესაც  უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის წევრები მირქმის  მსახურებიდან გამოდიოდნენ, ისინი  შეხვდნენ ბერძენ კათოლიკებს, რომლებიც აგრეთვე ტაძრიდან ბრუნდებოდნენ. უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის წევრები გამოუტყდნენ უნიატებს, რომ ღვთისმსახურება დამთავრებული რომ არ ყოფილიყო, ისინი მათ ტაძარში აკურთხებდნენ სანთლებს.

როგორც მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, ლვოვში უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის „მღვდელმა“ტაძარი დახურა და თავის ქალიშვილს აჩუქა.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

მართალია თუ არა პატრიარქი ბართლომე, როცა ამბობს, რომ ფანარიონის პირველობის ეჭვქვეშ დაყენება ზიანს აყენებს მართმადიდებლობას?
დიახ, ფანარიონი პირველია - და ამაზე ვერც იკამათებ
15%
არა, ეკლესიაში პირველი - მხოლოდ ქრისტეა
85%
ჩემთვის სულერთია ფანარიონის განცხადებები
0%
სულ ხმა მისცა: 13

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus