ჩვენს სოფელში ახლაც ომია, - ფოფოდია ბერესტიდან

ულიანა ტაბოროვეცი. ფოტო: СПЖ

ულიანა ტაბოროვეცი ყვებოდა, რომ სოფელ ბერესტეში ტაძრის მიტაცებიდან ორი წლის შემდეგ, ხალხი კვლავ  მტრობს ერთმანეთს.

22 თებერვალს კიევო-პეჩერის ლავრაში, დევნილი გაერთიანებების ყრილობაზე „ერთგულები“, სოფელ ბერესტის მიტაცებული ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ სერგი ტაბოროვეცის მეუღლე ულიანა ტაბოროვეცი  მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირის კორესპონდენტს უყვებოდა, რომ ტაძრის მიტაცებიდან ორი წლის შემდეგ სოფელში ერთმანეთს კვლავ მტრობენ და მოუწოდა ხელისუფლებას არ დაყოს ხალხი „თავისიანებად“ და „უცხოებად“, ვინაიდან კანონის წინაშე ყველა თანაბარია.

ორი წელი გავიდა და ოჯახებმა მხოლოდ ახლა დაიწყეს ურთიერთობა, მხოლოდ ახლა! ბოლო დრომდე ოჯახებიც კი არ ურთიერთობდნენ. მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ უკვე ყველაფერი დასრულდა. ჩვენს სოფელში ახლაც ომია. იმიტომ რომ  მიდის „თავისიანებად“ და „უცხოებად“ დაყოფა, - ყვებოდა მღვდლის ცოლი.

მას არ ესმის, რატომ ექცევიან უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეებს როგორც მეორეხარისხოვან ადამიანებს.

მეც უკრაინის მოქალაქე ვარ, ჩემი შვილები უკრაინის მოქალაქეები არიან. ჩვენ ვლაპარაკობთ სახლში უკრაინულ ენაზე, ვმღერით უკრაინულ სიმღერებს. და რატომ ვარ მე „მოსკოველი მოღალატე“? მარტო იმიტომ, რომ რწმენას არ ვუღალატე? უკრაინის კონსტიტუციით, ჩვენ ყველას გვაქვს რწმენის უფლება. ჩვენი სინდისის მიხედვით. ვისაც როგორ ესმის, ისე წამს. ჩვენში სატანისტებსაც შეუძლიათ ილოცონ, მუსულმანებსაც, ხომ მართალია? მართლმადიდებელ ქრისტიანებს კი, როგორც გვიწოდებენ, მოსკოვის საპატრიარქოსი, იმის უფლებაც კი არ გვაქს, რომ  ჩვენი  მიცვალებული ჩვენივე სოფელში ნორმალურად დავკრძალოთ! რატომ!?“ - კითხულობს ის.

ულიანა ტაბოროვეცი აღშფოთებული იყო შემთხვევით, რომელიც მათ სოფელში ასი წლის ბებიის დაკრძალვის დროს მოხდა, როდესაც უკრაინაში  მართლმადიდებელი ეკლესიის „მღვდლის“ კითხვაზე „ვისი გასვენებაა?“, მას უპასუხეს: „მოსკოველი მოკვდა“.

ნეტა თავისი 100 წლის ცხოვრების განმავლობაში ერთხელ მაინც თუ ყოფილა  მოსკოვში? რანაირი მოსკოველია?! ის უკრაინელია. მთელი ცხოვრება უკრაინას მიუძღვნა. ვთხოვ ხელისუფლებას არ დაყოს ხალხი, მოგვეცით ლოცვის საშუალება. ნახეთ, რამდენი ტაძარი წაგვართვით, უკან  არავის არ დაუბრუნებია ძალით, ხო მართალია? ამიტომ მთავრობასთან ერთი თხოვნაა - დაგვარეგისტრირეთ როგორც უკრაინის  მართლმადიდებელი ეკლესია, მოგვეცით აშენების საშუალება. იმიტომ რომ, მაგალითად, ჩვენი სოფლის საბჭოს

თავმჯდომარემ თქვა, რომ დაჩოქილი მთხოვ მიწას, მე კი არ მოგცემ. ხო, ჩვენ ვერ შევინარჩუნეთ ტაძარი, მაგრამ შევინარჩუნეთ ხალხი. ყველა ჩვენთანაა, ყველა, ვინც ჩვენთან იყო, ჩვენთან დარჩა“, - დაამატა მან.

გთხოვთ, რეგისტრაცია მაინც დაგვიბრუნეთ (გაერთიანების - რედ.). ჩვენ ხომ არაფერი არ გვაქვს - არც რეგისტრაცია, არც ტაძარი. ამიტომ ჯერ ვერ ვიტყვით, რა გადავიტანეთ. არა, კი არ გადავიტანეთ, არამედ ახლაც იგივეს განვიცდით, ყოველ ჯერზე. ბევრი  მღვდელია ჩვენი სოფლიდან გამოსული. ამიტომ როდესაც ხედავ, რომ ვიღაც მსახურობს საკათედრო ტაძარში, შენ კი მორჩილად მსახურობ ქოხში - ამის გადმოცემა ძნელია. ამას მარტო ის გაიგებს, ვისაც ეს  თვითონ აქვს განცდილი “, - დაამატა მან.

როგორც ადრე მჯკ წერდა, ბერესტიეში მეუ-ს წევრები ჩინოვნიკებთან ერთად შეიჭრნენ ტაძარში და მორწმუნეები სცემეს.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

გაიკეთებთ თუ არა COVID საწინააღმდეგო აცრას?
სულ ხმა მისცა: 0

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus