დედაო ბერესტიედან: ეს საშინელებაა, რაც ბართლომემ გააკეთა

დედაო ულიანა ტაბოროვეცი. ფოტო: СПЖ

დედა ულიანა ტაბოროვეცი სოფელ ბერესტიდან თვლის,იმ ყველაფრის შემდეგ რაც ბართლომემ უკრაინაში ჩაიდინა, მისთვის მძიმე იქნება ღმერთის წინაშე პასუხის გაცემა.

22 თებერვალს კიევ-პეჩერის ლავრაში დევნილი თემების ყრილობაზე „მართალნი“ დედა ულიანა ტაბოროვეცმა, სოფელ ბერესტიეს მიტაცებული ტაძრის წინამძღვრის დეკანოზ სერგეი ტაბოროვეცის მეუღლემ განაცხადა,რომ არ ესმის, პატრიარქი ბართლომე როგორ გაუსწორებს თვალებს ღმერთს ყველაფერი იმის შემდეგ, რაც ჩაიდინა უკრაინაში.

„ის (პატრიარქი ბართლომე-რედ.) მალე ღმერთთან და უნდა შეხედოს ღმერთს თვალებში. რას ეტყვი შენ, „ბიძა“? მე ვამბობ „ბიძა“, იმიტომ,რომ არ ვთვლი მას პატრიარქად, იმიტომ რომ მან გადააბიჯა კანონებს. ის თვითონ გახდა სქიზმატიკოსი, რადგანაც აღიარა ისინი. რა გააკეთა მან? ადამიანები (მიმტაცებლები მეუ-დან-რედ.) თავს იმართლებენ, ამართლებენ თავიანთ მოქმედებებს, იმას, რომ დაყვეს სოფელი, დაყვეს სოფლები. ჩვენს რაიონში 4 სოფელია, 4 ასეთი ტაძარი. მას (ბართლომეს-რედ.) რა ვუთხრა? მე არა მაქვს მისი გასამართლების უფლება, შეიძლება მხოლოდ მისი მოქმედებების დაგმობა. მაგრამ ეს საშინელებაა. ეს საშინელებაა-რამდენი რამ ჩაიდინა, რამდენი ცრემლი დაიღვარა. და სისხლი სხვა ტაძრებში, რამდენადაც მე ვიცი,- თქვა დედა ულიანამ.

დედაოს სიტყვებით, ბერესტიეში ტაძრის მიტაცება მოხდა სტანდარტული სცენარით.

„თავიდან ააღელვეს ხალხი, გაავრცელეს არასწორი ინფორმაცია ჩვენს ეკლესიაზე, თუმცა ჩვენ იმ მომენტისათვის ნამსახურევი გვქონდა უკვე 15 წელი, მაგრამ ვინც იყო ადრე, 150-200 ადამიანი, მსახურებაზე ისევე დადიან, და მიიტაცეს ტაძარის იმათმა, ვისაც ტაძარში არასდროს არ უვლია,“-თქვა დედაომ.

მისი სიტყვებით, იმათ შორის, ვინც ხმა მისცა მეუ-ში „გადასვლას“ იყვნენ ორმოცდაათიანელები, ბაპტისტები და ჩამოსულები სხვა სოფლებიდან, უმე-ს წარმომადგენლები კრებაზე არ იყვნენ.

„ამის შემდეგ კიდევ ერთი თვე ჩვენ ვიცავდით ტაძარს, იყო მიტაცების ოთხი მცდელობა. ჩვენ განუწყვეტლივ ვლოცულობდით, მღვდლები ლოცულობდნენ დაუჯდომელებს. იმ დროს მე ვიყავი მე-40 კვირის ორსული,და როდესაც ვიყავი სამშობიაროში, მათ ჩვენ მოგვიწყვეს „სირცხვილის კორიდორი“. ძალიან მძიმე იყო მაშინ. ჩვენს ვგალობთ იესოს ლოცვას და „მრწამსს“, და ისინი- "Ще не вмерла Україна“. და ყვირილი, ფურთხება, მამაო არაერთხელ სცემეს ამ თვის განმავლობაში“,-დაამატა დედაომ.

ულიანა ტაბოროვეცმა განაცხადა, რომ 2019 წლის 2 აპრილს მეუ-ს მხარდამჭერებმა მიიტაცეს პოკროვის უმე-ს ტაძარი.

„მილიცია იდგა, ჩვენს ხალხს ტაძართან არ უშვებდა. ისინი (მეუ-ს რეიდერები-რედ.) მოვიდნენ და კუთხსახერხი მანქანით გაჭრეს კარები. ცემდნენ მოხუცებს, თმებით ათრევდნენ გოგონებს- იხსენებს იულიანა. ადამიანები შეშლილებივით  იყვნენ, გესმით? ადამიანს თვალებში უყურებ და თითქოს თვალები არც აქვს. ჩვენს რაიონში წაიღეს 4 ეკლესია და ყველა წამომწყები იყო ჩვენი სოფლიდან. ჩვენს ადამიანებს არც კი შეეძლოთ მშვიდად გაევლოთ ქუჩებში- მათ შეურაცხყოფას აყენებდნენ. ახლაც კი, როდესაც ჩვენი მრევლი მიდის სახლში სალოცავად, მათ აჩერებენ და საგინებელი სიტყვებით შეურაცხყოფას აყენებენ. სად მიდიხარ? მოსკოვის მღვდელთან? და იგინებიან და ა.შ. მათ წაიღეს ეკლესია, საეკლესიო სახლი და საეკლესიო სასაფლაოს სამლოცველოც კი.“

როგორც ადრე მჟკ წერდა, სოფელ ბერესტიეში უმე(კ)-ს წევრებმა უმე-ს ტაძრის კარი შეამტვრიეს.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

მართალია თუ არა პატრიარქი ბართლომე, როცა ამბობს, რომ ფანარიონის პირველობის ეჭვქვეშ დაყენება ზიანს აყენებს მართმადიდებლობას?
დიახ, ფანარიონი პირველია - და ამაზე ვერც იკამათებ
15%
არა, ეკლესიაში პირველი - მხოლოდ ქრისტეა
85%
ჩემთვის სულერთია ფანარიონის განცხადებები
0%
სულ ხმა მისცა: 13

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus