„ხალხის მსახურები“ რელიგიური ორგანიზაციების დახურვას სთავაზობენ

სახალხო დეპუტატი ევგენია კრავჩუკი, კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი, ყვებოდა მისი არსის შესახებ. Фото: Facebook/Yevheniya Kravchuk

„ხალხის მსახურის“ სახალხო დეპუტატთა კანონპროექტი შეიცავს ეკლესიების ლიკვიდაციის მექანიზმს „კოლაბორაციონიზმის“ გამო.

„ხალხის მსახურის“ პარტიის სახალხო დეპუტატებმა შეიტანეს კანონპროექტი 5143 ნომრით, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას რელიგიური ორგანიზაციებისთვის სახელმწიფო-აგრესორთან ან არაკონტროლირებად ტერიტორიებთან თანამშრომლობისთვის.

კანონის პროექტის შესახებ თავის Facebook-გვერდზე ყვებოდა ერთ-ერთი ინიციატორი, სახალხო დეპუტატი ევგენია კრავჩუკი.

მისი სიტყვებით, კანონპროექტი „აყალიბებს დამატებით სამართლებრივ საფუძვლებს პოლიტიკური პარტიების, საზოგადოებრივი, საქველმოქმედო ან რელიგიური ორგანიზაციების ლიკვიდაციისთვის“.

„ხალხის მსახურები“ თავაზობენ იმ რელიგიური ორგანიზაციების აკრძალვას, რომლებიც „თანამშრომლობდნენ სახელმწიფო-აგრესორთან, მის საოკუპაციო ადმინისტრაციასთან და/ან შეიარაღებულ ან გასამხედროებულ ფორმირებებთან“.

კანონპროექტის ტექსტი ჯერ არ გამოქვეყნებულა უმაღლესი რადის საიტზე. «Страна.ua» ამტკიცებს, რომ მიიღო პროექტის ტექსტი, მაგრამ გამომცემლობის მიერ გამოქვეყნებულ რედაქციაში რელიგიური ორგანიზაციები პირდაპირ ნახსენები არ არიან.

როგორც მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, პოროშენკოს მიერ ინიცირებული იყო სხვა კანონპროექტი რელიგიური ორგანიზაციების ლიკვიდაციის შესახებ.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

მართალია თუ არა პატრიარქი ბართლომე, როცა ამბობს, რომ ფანარიონის პირველობის ეჭვქვეშ დაყენება ზიანს აყენებს მართმადიდებლობას?
დიახ, ფანარიონი პირველია - და ამაზე ვერც იკამათებ
15%
არა, ეკლესიაში პირველი - მხოლოდ ქრისტეა
85%
ჩემთვის სულერთია ფანარიონის განცხადებები
0%
სულ ხმა მისცა: 13

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus