ვაქცინა აბორტირებული ბავშვის უჯრედებისაგან საკმაოდ ეთიკურია,- მეუ-ს

ანდრეი დუდჩენკო. ფოტო: скриншот Youtube-канала Дудченко

ანდრეი დუდჩენკო თვლის, რომ აბორტი, რომელიც ვაქცინის შექმნის საფუძველია, „იყო კანონიერი“, ამიტომ მიზეზი არ არსებობს უარი ითქვას  AstraZeneca-ს ვაქცინაციაზე.

მეუ-ს სინოდალური საღვთისმეტყველო-ლიტურგიკული  კომისიის თავჯდომარე „მღვდელი“ ანდრეი დუდჩენკო არ ხედავს არაფერ ცუდს კორონავირუსის წინააღმდეგ AstraZeneca-ს გამოყენებაში, რომლის შექმნაში გამოიყენეს აბორტირებული ნაყოფის უჯრედები, რადგანაც „ორსულობა შეწყვეტილია კანონიერად“ და „ეს სიცოცხლე მაინც შეწყდა“. ამაზე მან დაწერა თავის Facebook -გვერდზე.

„მე არ ვხედავ ეთიკურ დაბრკოლებას იმაში, რომ ქრისტიანებმა შეძლონ ასეთი ვაქცინის გამოყენება,-დაწერა მეუ-ს ღვთისმეტყველმა.- რატომ? იმიტომ რომ ის უბედური ადამიანის ემბრიონი დაიღუპა არა იმ მიზნით, რომ მისგან გაკეთდეს ვაქცინა, არამედ სხვა მიზეზებით. ეს სიცოცხლე მაინც შეწყდა.“

აბორტში და  მეცნიერული მიზნებისათვის ემბრიონის შემდგომ  გამოყენებაში დუდჩენკო ხედავს ღვთის განგებას, რადგანაც „შესაძლებელია ადამიანური ცოდვის შედეგების  სასიკეთოდ მოქცევა.“

როგორც მჟკ იუწყებოდა, უკრაინის ჯანმრთელობის სამინისტრო 2021 წლის შემოდგომისათვის დაპირდა 21 მილიონი უკრაინელის ვაქცინირებას.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

გაიკეთებთ თუ არა COVID საწინააღმდეგო აცრას?
სულ ხმა მისცა: 0

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus