მთავრობამ უნდა გასცეს ბრძანება შეწყდეს უმე-ს დევნა - ექსპერტი

25 თებერვალი 2021 00:00
28
პოლიტოლოგი ელენა დიაჩენკო. ფოტო: скриншот видео youtube-канала «Перший Козацький». პოლიტოლოგი ელენა დიაჩენკო. ფოტო: скриншот видео youtube-канала «Перший Козацький».

ელენა დიაჩენკო თვლის, რომ პოროშენკოს დროს უმე-ს წინააღმდეგ მიღებული კანონის განხილვისას მთავრობა დევნის შეწყვეტის ბრძანებას გასცემს.

პეტრე პოროშენკოს დროს უმე-ს საწინააღმდეგოდ მიღებული კანონების გადახედვის შემდეგ მთავრობამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება შეწყვიტონ ადგილზე ეკლესიის დევნა, მაგრამ რადგანაც ეს აქამდე არ მომხდარა, კანონიკური ეკლესიის მიმართ წნეხი ისევ გრძელდება ინერციულად, განაცხადა პოლიტოლოგმა ელენა დიაჩენკომ გადაცემა «პრავა ნა ვერუ» «პერში კაზაცკის» youtube-არხზე.

ის თვლის, რომ ახალი კანონები მიღებულ უნდა იქნეს არსებული კონფლიქტების დასარეგულირებლად, მაგრამ პოროშენკოს პერიოდში მიღებული ანტი ეკლესიური კანონები იყო საარჩევნო კამპანიის ნაწილი და ამიტომაც მოახდინეს განხეთქილების პროვოცირება.ამ სკანდალური კანონების განუხილველობა ვერ იძლევა სიგნალს ადგილზე იქნას შეწყვეტილი უმე-ს დევნა და ადგილობრივი მმართველობა აგრძელებს აგრესიას ინერციით.

«ამ კანონებმა თვითონ წარმოშვა სოციალური კონფლიქტები, ამიტომაც ახალმა ხელისუფლებამ არ გადახედა ამ «არმოვირს» და სხვა ცვლილებებს. იქ ხომ მათ ბევრი უკანონობა ჩაიდინეს, – მოჰყვა დიაჩენკომ.ადგილობრივი მთავრობა (აგრძელებს დევნას – შენ. რედ.) ინერციით, მათ ხომ პოროშენკოს მთავრობა აიძულებდა ამის გაკეთებას – დააერბიათ უკრაინის კანონიკური მართმადიდებლური ეკლესია. ისინი ახლაც ელოდებიან ბრძანების გაცემას. და ეს იმიტომ ხდება, რომ სამწუხაროდ არ მომხდარა კანონპროექტის გადახედვა კონსტიტუციის შესაბამისად ».

პოლიტოლოგი თვლის, რომ პოროშენკოს მმართველობის პერიოდში მიღებული ეკლესიის საწინააღმდეგო სკანდალური კანონები უნდა გაუქმდეს პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის მიერ, მაგრამ, სავარაუდოდ, პრეზიდენტის რეზიდენციაში ამ საკითხს არ თვლიან უპირველესად სხვა სფეროებში არსებული კრიზისული მდგომარეობის გამო. ასევე ექსპერტი უშვებს, რომ «სლუგა ნაროდა» წინ წამოსწევს ისეთ არაპოპულარულ თემებს როგორიც არის ენასთან დაკავშირებული კანონი. თუმცა დიაჩენკო დადებითად აფასებს ფრაქციათაშორის კავშირში «კონფესიური მშვიდობისათვის უკრაინაში» «სლუგა ნაროდა» წევრების გაწევრიანებას.

როგორც მჟკ წერდა, ეკლესიის დასაცავად მრევლი მზად არის ქუჩაში გამოვიდეს, განაცხადა უმე-ს სპიკერმა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ