უმე იურიდიული დეპ. უფროსი: 250 საქმეა გახსნილი ტაძრის მიტაცებაზე

25 თებერვალი 2021 19:03
18
იურიდიული განყოფილების უფროსი ალექსანდრე ბახოვი. ფოტო: скриншот/YouTube-канал «Перший козацький» იურიდიული განყოფილების უფროსი ალექსანდრე ბახოვი. ფოტო: скриншот/YouTube-канал «Перший козацький»

წარდგენილია 400-მდე სარჩელი  და აღძრულია 250-მდე სისხლის სამართლის საქმე კანონიკური ეკლესიის ტაძრებისა და გაერთიანებების მიტაცების ფაქტებზე,- დეკანოზი ალექსანდრე ბახოვი.

იურისტებმა წარადგინეს 400-მდე სარჩელი, რომელთა მიხედვით გახსნეს 250-მდე სისხლის სამართლის წარმოება რელიგიური გაერთიანებებისა და ტაძრების უკანონო მიტაცებების თაობაზე, განაცხადა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ალექსანდრე ბახოვმა ბრიფინგზე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტაცებული ტაძრების წარმომადგენელთა ყრილობის ფარგლებში. ბრიფინგის ვიდეო გამოაქვეყნეს YouTube-არხზე «Перший козацький».

დეკანოზმა ალექსანდრემ ხაზი გაუსვა, რომ ძალიან ძნელია სამართლებრივი და იურიდიული მეთოდებით ბრძოლა იმ სიტუაციაში, რომელსაც საფუძვლად პოლიტიკური სარჩული უდევს.

ამიტომ, სამწუხაროდ, ტაძრებისა და გაერთიანებების მიტაცების საქმეების განხილვა მიდის ნელა, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში სასამართლოები არც კი მიუდგნენ საქმეების არსობრივ განხილვას, აღნიშნა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელმა.

მამა ალექსანდრემ ახსნა, რომ საქმეთა ამგვარი ვითარება შეიქმნა უმაღლესი სასამართლოსა და სხვა სასამართლო ორგანოების გარკვეული პოზიციის გამო, რომლებიც ჯერ კიდევ კამათობენ იმაზე, რომელმა სასამართლომ უნდა განიხილოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სარჩელები.

„მთელი რიგი სარჩელია, რომლებმაც მიაღწიეს უმაღლეს სასამართლომდე და ახლა ჩვენ ველოდებით საბოლოო გადაწყვეტილებას იმაზე, თუ რომელი  სასამართლო განიხილავს ბოლო-ბოლო ჩვენს საქმეებს“, - თქვა მან. 

როგორც მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, პოროშენკო ინიცირებდა კანონპროექტს რელიგიური ორგანიზაციების ლიკვიდაციის შესახებ.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ