ექსპერტი:პოროშენკო განაწყობს მთავრობის საწინააღმდეგოდ უმე-ს მორწმუნეებს

24 თებერვალი 2021 23:30
21
ფონდ «უკრაინული პოლიტიკა» ხელმძღვანელი /UP Foundation კონსტანტინ ბონდარენკო. ფოტო: uapolicy.org ფონდ «უკრაინული პოლიტიკა» ხელმძღვანელი /UP Foundation კონსტანტინ ბონდარენკო. ფოტო: uapolicy.org

მთავრობა სავარაუდოდ არ მიიღებს კანონპროექტს,ინიცირებულს პოროშენკოს მიერ ისე, რომ არ გამოიწვიოს უმე-ს სამრევლოს და სასულიერო პირების პროტესტი,თვლის კონსტანტინ ბონდარენკო.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინის უმაღლესი რადის მოქმედი ხელისუფლების უმრავლესობამ მიიღოს კანონპროექტი №5101, ინიცირებული პეტრე პოროშენკოს და "ევროპული სოლიდარობის" პარტიის დეპუტატების მიერ, რადგანაც ამით ისინი თავის წინააღმდეგ განაწყობენ უმე-ს მორწმუნეების მრავალმილიონიან ჯგუფს და ამან შესაძლოა მოახდინოს  მასობრივი პროტესტის აქციების პროვოცირება. ასეთი მოსაზრება გაახმაურა მჟკ-ს კომენტარებში უკრაინელმა პოლიტოლოგმა, ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატმა კონსტანტინ ბონდარენკომ.

მისი აზრით, ამ კანონპროექტის საშუალებით პრაქტიკულად შესაძლებელია უმე-ს კიდევ ერთი ფაქტიური ლიკვიდაცია, მაგრამ მისი პუნქტები არა მხოლოდ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს, არამედ ზოგადად  საღი აზრის ცნებას და ყოველნაირ წესიერებას: "ის პუნქტები, რომლებიც გაწერილია კანონპროექტში, წარმოადგენს აშკარა საფრთხეს (უმე-ს ლიკვიდაცია-რედ.), მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ისინი გამოყენებული იქნება ახლანდელი მთავრობის მიერ. საეჭვოა მათი სურვილი იყოს განაწყონ თავის საწინააღმდეგოდ უკრაინელი მართლმადიდებელების და კანონიკური სამღვდელოების მრავალმილიონიანი ჯგუფი, რამდენადაც ეს გამოიწვევს ძალიან სერიოზულ კატაკლიზმებს სახელმწიფოში."

ექსპერტი თვლის, რომ პოროშენკო უბრალოდ გვთავაზობს კიდევ ერთ პოპულისტურ კანონპროექტს: " კანონპროექტი არამარტო ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს, არამედ ზოგადად  საღი აზრის ცნებას და ყოველნაირ წესიერებას. პოროშენკო უბრალოდ გვთავაზობს კიდევ ერთ პოპულისტურ კანონპროექტს, რათა ითამაშოს თავისი ამომრჩევლის მოედანზე, რათა მობილიზება გაუკეთოს თავის ამომრჩევლებს და დაანახოს თავისი თავი პატრიოტის როლში."

როგორც მჟკ იუწყებოდა, პოროშენკომ ინიცირება გაუკეთა კანონპროექტს რელიგიური ორგანიზაციების ლიკვიდაციის შესახებ.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ