უნეტარესმა მიტროპოლიტმა უნოფრიმ მიმართა „ერთგულთა“ ყრილობის მონაწილეებს

24 თებერვალი 2021 19:20
20
უნეტარესი მიტროპოლიტი ონუფრე. ფოტო: news.church.ua უნეტარესი მიტროპოლიტი ონუფრე. ფოტო: news.church.ua

ადამიანები უმე-ს ერთგულები რჩებიან, რადგან ეკლესია არის დედა, რომელსაც არ შეიძლება უღალატო, დაწერა თავის მიმართვაში უნეტარესმა მიტროპოლიტმა ონუფრიმю

უნეტარესმა მიტროპოლიტმა ონუფრიმ მიმართა უმე-ს მიტაცებული ტაძრების თემის  „ერთგულთა“ ყრილობის  მონაწილეებს, რომელიც 22 თებერვალს კიევ-პეჩორის ლავრაში ჩატარდა და განაცხადა, რომ „ყოველგვარი დაბრკოლებისა და დევნის მიუხედავად, ადამიანები რჩებიან უფლისა და ჭეშმარიტი ეკლესიის ერთგულები და მოუწოდა სიმართლისთვის ბრძოლისკენ და იმისკენ, რომ არაფრის შეეშინდეთ, გვიამბობს უმე-ს საინფორმაციო-საგანმანათლებლო განყოფილება.

მიტროპოლიტმა ონუფრიმ განაცხადა, რომ ბოლო წლებში უმე ისეთ სერიოზულ განსაცდელს შეეჩეხა, როგორიცაა „ტაძრების მიტაცება, მრევლის უკანონო ხელახლა რეგისტრაცია სხვა რელიგიური ორგანიზაციის იურისდიქციაში, ფიზიკური ძალადობა ჩვენი მორწმუნეების მიმართ, მათი ოჯახების დაშინება და შანტაჟი“, მაგრამ ადამიანები რჩებიან უფლის ერთგულები, რადგან ეკლესია მათთვის მშობლიური სახლი გახდა“.

„რაში იმალება მათი ძალა და პოზიციის სიმტკიცე? და რატომაა ასე აუცილებელი ნამდვილი ეკლესიისთვის ხელის ჩაჭიდება? ჯერ ერთი, უნდა გვახსოვდეს, რომ თითოეულმა მორწმუნე ადამიანმა თავისი გზა გაიარა რწმენამდე. და ყველა ჩვენგანი, ესოდენ განსხვავებულები და უძლურები, ჩაგვიხუტა წმინდა ეკლესიამ. ის, როგორც მზრუნველი დედა, ყოველთვის ზრუნავს ჩვენზე  და მხარს გვიჭერს, ჩვენი ყოველდღიური შეცდომებისა და ცოდვების მიუხედავად, კურნავს ჩვენს სულიერ და სხეულებრივ ჭრილობებს, გვეხმარება ცხონების საქმეში“, - განაცხადა უმე-ს წინამძღვარმა.

„მხოლოდ ჭეშმარიტ ეკლესიაში შეგვიძლია ვიპოვოთ უფალი და მისგან მადლი მივიღოთ. სწორედ ეს სწრაფვა წარმოადგენს ჩვენი მორწმუნეების მტკიცე პოზიციის საწინდარს - არც პოლიტიკა, არც გეოპოლიტიკა, არც რაიმე იდეოლოგია, არამედ მხოლოდ სურვილი იყოს უფლის ერთგული“ - დაამატა უნეტარესმა.

უნეტარესმა ხაზი გაუსვა, რომ დღეს, როცა სხვადასხვა ძალა აქეზებს მორწმუნეებს სინდისთან გარიგებისკენ, კანონების დარღვევისკენ, განხეთქილების დაცვისკენ, მხოლოდ ერთი კითვხის დასმა ღირს - სჭირდება ეს ღმერთს - და ყველაფერი თავის ადგილას დალაგდება.

„არის კი უფლის მადლი იქ, სადაც უსამართლობა, ძალადობა და აგრესია სუფევს მოყვასის მიმართ? ღია პასუხები ამ კითხვებზე არა მხოლოდ ალაგებს ყველაფერს თავის ადგილას, არამედ ერთმნიშვნელოვნად ხსნის კიდეც, რატომ აგრძელენ მორწმუნე ადამიანები ე.წ. გადასვლების ახალი „ტალღის“ შესახებ პროვოკაციული განცხადებების ფონზე  უფლისა და მისი წმინდა ეკლესიის ერთგულებას“ - აღნიშნა უნეტარესმა.

უნეტარესმა მიტროპოლიტმა ონუფრიმ მადლობა გადაუხადა ყრილობის ყველა მონაწილეს და მოუწოდა იშრომონ ეკლესიის დიდებისთვის, ყველა განსაცდელის მიუხედავად.

„შეუძლებელია ამომწურავი სიტყვების პოვნა, რათა გადმოგცეთ ჩვენი მადლიერება სრულად თქვენი რწმენის სიმტკიცის გამო. მთელი გულით შევთხოვთ უფალს, რომ მან დაგიცვათ და დაგიფაროთ ამ რთულ გზაზე. რთულ, მაგრამ დიდი იმედით სავსე გზაზე. სწორედ უფალმა გვითხრა: „ნუ გეშინიათ მათი, რომელნიც ჰკლავენ ხორცს, მაგრამ არ შეუძლიათ სულის მოკვლა“ (მათ. 10,28). თუ ჩვენ უფალთან ვიქნებით, თუ კვლავაც დავრჩებით  მისი ერთგული, დიდი საფრთხე და განსაცდელიც კი არ გახდება  დაბრკოლება ჩვენის ცხონების გაზე“, - დაამატა უმე-ს წინამძღოლმა.

როგორც ადრე მჟკ წერდა, ლავრაში დაიწყო მიტაცებული ტაძრების მორწმუნეთა ყრილობა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ