"მართალნი’’: ლავრაში დაიწყო მიტაცებული ტაძრების მორწმუნეთა ყრილობა

23 თებერვალი 2021 17:15
75
ლავრის სატრაპეზო ტაძარში დაიწყო მიტაცებული ტაძრების თემთა წარმომადგენლების ყრილობა. ფოტო: СПЖ ლავრის სატრაპეზო ტაძარში დაიწყო მიტაცებული ტაძრების თემთა წარმომადგენლების ყრილობა. ფოტო: СПЖ

კიევ-პეჩერის ლავრაში ჩავიდნენ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტაცებული ტაძრების თემთა წარმომადგენლები მთელი ქვეყნიდან.

კიევ-პეჩერის ლავრაში დაიწყო უმე-ს მიტაცებული ტაძრების თემთა წარმომადგენლების ყრილობა, ასევე მორწმუნეების, რომლებიც ეწინააღმდეგებიან დარბევის მცდელობას მეუ-სა და უბკე-ს მხრიდან. ამ შეხვედრას ორგანიზატორებმა დაარქვეს "მართლები", გადმოსცემს მჟკ-ს კორესპოდენტი.

კიევში ჩავიდა დაახლოებით თემთა 350 წარმომადგენელი სოფლებიდან: ნოვოსტავი, რაჩინი, პეჩიხვოსტი,  სუდობიჩი, , უგრინოვი, ხოდოსი,მიატინი, ბუტინი, პოვჩა, ბადევკა, ნოვოსიოლკი, მილჩა, ბაშუკი, პატარა დმიტროვიჩი, კატერინოვკა, პილიპეცი, კონსტანტინოვკა, პტიჩი, გრიბოვნიცა, კოლოდიანკა, კრასნოსელიე, კოლოსოვაია, კულიბი, კუტი, ბოროდჩანი, ვინიცა, სტრიჟვკა, ბიოიანჩუკი, ნესვიჩი, გნეზდიჩნე, პოხოვკა, კატიუჟინი, კინახოვკა, დმიტრიევკა, ძველი გვზოდეცი, კოლომია, ოლენივკა, ბელოგოროდკა, რუდოე, როსტოკი, ნიჩეგოვკა, მიზოვოე, სადოვი, ბერესტეჩკო, ჟიდინიჩი, როზვაჟი, პიატიგორი, იასინია, კულჩინი, ბელიჩი, ტრიბუხოვცი, ნუინო, მიხალჩა, ბუშა, კუროზვანი, სკობელკა, ახალი მოშანიცა, ბოხონიკი, ბერესტიე, კლეპაჩოვი, კოვპიტა, ბერეჟნიცა, სელეცი, მნიშინი, მირონოე, პოლესკოე, მიხაილოვცი, პოგრები, ზავოლოკა, ბობლი, გრინიავა, ტეტილკოვცი, ბუდიატიჩი, დელოვოე, პრობოინოვკა, პუჟაიკოვო, ვორსოვკა, დოროსინი, ანდრიაშევკა, ზადუბროვკა, კრუტი, პილიპოვიჩი, ლევკოვი, ზვინიაჩე, ლობაჩიოვკა, ჩუმაკი, რიასნიკი, ზალუხოვი, ოხნოვკა, ბოროვაია, დევიჩკი, ნიკოლაევი, რინგაჩი, პენკოვკა, ოშევი, მახნოვკა, ჩუდნიცა, ურვენა, ვესიოლოე, რადოშინი, კროპივნიცკი, სინგური, ვასლოვოვცი, პორადოვკა, გარდიშევკა, ზადუბროვკა, შეპელი, ჩეტვერტინოვკა, რაკოვ ლესი, ტრიბუხოვცი, ბაიკოვცი, ბირკი, ბერეჟონკა, კრაპივნოე, სტადნიკი, ნიგინი, კალინოვკა, ტრაშა, ბარანოვკა, უკრაინკა, დროზდოვი, ველიკი კურენი, ივანკოვი, კამენ-კიშირსკი, ტოვრტი, ვაპნიარკა, მალინსკი, დოროტიშე, სუსვალი, ზოლოჩიოვი, ლუკა-მელეშიოვსკა, პრისლოპი.

რუკა, რომელშიც ყოველმა დაზარალებულმა თემმა აღნიშნა თავისი დასახლებული პუნქტი.

13:20  ყრილობის მონაწილეებმა ჩაწერეს ვიდეომიმართვა მთავრობისადმი.

ყრილობის მონაწილეებმა ჩაწერეს ვიდეომიმართვა მთავრობისადმი.

ყრილობა "მართლები"-ს მონაწილეებმა მიიღეს მიმართვა უკრაინის პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის და უმაღლესი რადის სპიკერისადმი მოწოდებით, დაიცვან და უზრუნველყონ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის რელიგიის თავისუფლების უფლება.

პრეზიდიუმის შეკრება სატრაპეზოში.

12:50  ფონდ "ფავორის" თვჯდომარის არტემ აკსენოვის გამოსვლა. ფონდი დაეხმარა ახალი ტაძრების აშენებაში უკვე ათობით თემს. აკსენოვის  სიტყვებით, მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტურ სიტუაციებში კანონი პრაქტიკულად მეუ-ს მხარესაა, უმეტეს შემთხვევაში  თემები ცდილობენ განერიდონ კონფლიქტს და აშენებენ ახალ ტაძრებს. და ზუსტად აქ არის ფონდი მზად მათ დაეხმაროს. არტემ აკსენოვმა განაცხადა, რომ ფონდ "ფავორში" სწირავენ მართლმადიდებლები მთელი მსოფლიოდან, და მას ჰყავს სპეციალისტები ყველა მიმართულებით, რომელიც აუცილებელია ტაძრების მშენებლობისათვის.

ფონდ "ფავორის" წარმომადგენელი არტიომ აკსენოვი.

12.30 უმე-ს ალენოვკის თემის გამოსვლა. სამრევლოს წინამძღვარი მღვდელი ალექსანდრ გალადიში ყვება, თუ როგორ ხდებოდა მათი ტაძრის მიტაცება, როგორ იდგნენ მთელი რაიონის მორწმუნეები საოლქო რადის წინ მოთხოვნით დაებრუნებინათ მათთვის მართლმადიდებელი ეკლესია, და ჩინოვნიკმა უკვე მოასწრო რეგისტრაციაში გატარება. მღვდელმა თქვა, რომ მრევლმა გადაწყვიტა არ იომოს ტაძრისათვის, არამედ იმოქმედოს ქრისტიანულად, განშორდნენ კონფლიქტურ სიტუაციას და ააშენონ ახალი ტაძარი.

ოლენოვკის თემის გამოსვლა

12:20 უმე-ს ვინიცის მიტაცებული კათედრალური ტაძრის მნათე როსტისლავ ზაგრანიჩნის გამოსვლა. მან ისაუბრა იმაზე, თუ როგორ ხდებოდა ეკლესიის მიტაცება 2018 წლის 15-16 დეკემბერს. როსტისლავის სიტყვებით, მიტაცების დღეს ტაძარში გამოჩნდა მრავალი ძლიერი აგებულების მამაკაცი, რომლებიც არ ლოცულობდნენ, პირჯვარს არ იწერდნენ, არამედ უბრალოდ იდგნენ და ჩუმად აკვირდებოდნენ. სწორედ ისინი გახდნენ მთავარ ძალად მეუ-ს "გადასვლაში, ასევე როსტისლავმა თქვა, რომ მიტროპოლიტმა სიმეონმა ღალატამდე ცოტა ხნით ადრე ბრძანა მიეღო ბარათები, სადაც ჩაწერილი იქნებოდა  მოპირისპირე მხარის სახელები, და მიტაცებამდე ტაძარს სტუმრობდა დრაბინკო ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად.

ვინიცის ფერიცვალების ტაძრის მნათე როსტისლავ ზაგრანიჩნი.

12:12  კატერინოვკის თემის წინამძღოლის სერგეი გლადუნის გამოსვლა. მღვდელმა ისაუბრა , თუ როგორ იგეგმებოდა და განხორციელდა მიტაცება კატერინოვკაში. კიევის საპატრიარქო და "მარჯვენა სექტორი" ერთად მოქმედებდნენ. დაპყრობისას ზეწოლა იმდენად ძლიერი იყო, რომ მორწმუნეების სხეულებით დაამტვრიეს გალავანი, როდესაც მათ ხელკეტებით ურტყამდნენ ბატალიონ "ტერნოპოლის" მებრძოლები. მ. სერგი ამტკიცებს, რომ მიტაცების მთავარი ინიციატორები უკვე გარდაცვლილები არიან, უმრავლესობა სულ ახალგაზრდები.

კატერინოვკის თემის წინამძღოლი მ. სერგეი გლადუნი.

12.00 სოფელ პტიჩიას თემის გამოსვლა. მორწმუნეები აცხადებენ, რომ ხელისუფლებას თემის არ ესმის, მიუხედავად მოგებული სასამართლოებისა. თემი თხოვს ხელისუფლებას უბრალოდ ხელს ნუ შეუშლის და შეასრულოს სასამართლო გადაწყვეტილებები. მიუხედავად გაწელილი კონფლიქტების და ღვთისმსახურებისას შექმნილი მძიმე პირობებისა, უმე-ს თემი არც ერთ ადამიანს არ დაუტოვებია.

სოფელ პტიჩიას თემის გამოსვლა.

11.50 ჩერნიგოვო-ბუკოვინის ზადუბროვსკის ეპარქიის თემის წარმომადგენლების გამოსვლა, რომლებიც უკვე მესამე წელია ასრულებენ ლოცვით დგომას თავის ტაძარში. მორწმუნეები ამბობენ, რომ ზადობროვკაში თემი გაძლიერდა და უფრო მეგობრული გახდა,  გაგრძელებული პროვოკაციების  მიუხედავად. თემი სთავაზობდა მეუ-ს ფინანსურ დახმარებას ტაძრის მშენებლობაში, მაგრამ ისინი უარს ამბობენ. "ქუჩაში ლოცვის" დროს მეუ-ს თემი არც ერთ წირვას არ დასწრებია.

ზადუბროვკის თემის გამოსვლა.

11:40 უმე-ს იურიდიული განყოფილების უფროსი დეკანოზი ალექსანდრ ბახოვი საუბრობს ტაძრების მიტაცების სტატისტიკაზე და მიტაცების შეწინააღმდეგების მეთოდებზე. მღვდელმა თქვა, რომ ყოველ მსგავს შემთხვევაში აუცილებელია პოლიციაში მიმართვა, რათა დაფიქსირდეს საჩივარი კანონდარღვევაზე.

უმე-ს იურიდიული განყოფილების უფროსის  დეკანოზ ალექსანდრ ბახოვის გამოსვლა.

11:30 მიტროპოლიტმა ანტონიმ ყრილობის მონაწილეებს წაუკითხა უნეტარესი მიტროპოლიტის ონუფრის მისასალმებელი სიტყვა.  წინამძღვარი გამოხატავს დაზარალებული თემების მიმართ თავის მამობრივ მხარდაჭერას.

11:00 კიევ-პეჩერის ტრაპეზის ტაძარში დაიწყო ლოცვა. მას უხელმძღვანელა უმე-ს საქმეთა მმართველმა მიტროპოლიტმა ანტონმა. 

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ