რმე-არასდროს არ ჩარეულა კვიპროსის ეკლესიის საქმეებში,-მიტროპოლიტი ისაია

23 თებერვალი 2021 18:05
29
ტამასოსკის მიტროპოლიტი ისაია. ფოტო: romfea.gr ტამასოსკის მიტროპოლიტი ისაია. ფოტო: romfea.gr

მიტროპოლიტი  ისაია თვლის, რომ საუბარი რმე-ს გავლენაზე კვიპროსის ეკლესიის მიმართ მოწოდებულია,რათა გავლენა იქონიოს უმე-ს აღიარების საკითხში კვიპროსის იერარქების პოზიციაზე.

2021 წლის 21 თებერვალს ტამასოსის კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტი ისაია აღნიშნავს, რომ რუსული მართლმადიდებელი ეკლესია არასდროს არ ჩარეულა კვიპროსის ეკლესიის საქმეებში, იუწყება საიტი "რომფეა."

ჟურნალისტების შეკითხვის პასუხზე, ხომ არ ცდილობს რმე ჩაერიოს კვიპროსის ეკლესიის საქმეებში, მიტროპოლიტმა ისაიამ აღნიშნა, რომ მსგავსი საუბრები "შეგნებურად ინპლანტირებულია" და ნელ-ნელა ინერგება სხვადასხვა ორგანოების მიერ."

"სამწუხაროდ, გამოიყენება პროპაგანდის და ოპონენტების დისკრედიტაციის ყველა თანამედროვე მეთოდები, როგორებიცაა, მაგალითად, "გამოძიებები", რომლებიც ქვეყნდება სხვადასხვა ფსევდოსაიტებზე, "გახსნილი" შეთქმულებები და ა.შ., და "განსაკუთრებულ დევნას განიცდის მართლმადიდებლური სწავლება,"- თქვა   ეპოსკოპოსმა.

ამასთან ერთად მან აღნიშნა, რომ "თუ ადრე ყველა მიესალმებოდა რუსებს კვიპროსზე, ახლა, გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე, ყველაფერი რუსული დემონიზებულია, და ეს ფაქტი პირდაპირ ახდენს გავლენას მათზე, ვისაც მათთან აქვს ეკლესიური ურთიერთობები."

"ფაქტიურად რუსული ეკლესია არასდროს არ ერეოდა ჩვენს საქმეებში,"-ხაზი გაუსვა მიტროპოლიტმა ისაიამ.

"უკრაინის საკითხში პოლიტიკური ჩარევით აშკარა გახდა, რომ პოლიტიკა შეესაბამება არა  მეგობრობას და რელიგიას, არამედ ინტერესებს. მაგრამ ეკლესიაში ჭეშმარიტება და კანონი უნდა მუშაობდეს ყოველთვის, მიუხედავად ინტერესებისა,"- შეახსენა მეუფემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ხმები "მეხუთე კოლონაზე" და რმე-ს გავლენაზე, რომელიც აქტიურად ვრცელდება კვიპროსზე, მოწოდებულია "შეცვალოს აზრი ნეიტრალიტეტზე" "უკრაინის საკითხში."

ამავე დროს, უკრაინის საკითხში "ნეიტრალიტეტის პოზიცია, რომელიც თავდაპირველად ერთხმად მიიღო და მხარი დაუჭირა კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდმა, ყველაფერთან ერთად, იცავს ჩვენი ძველი ეკლესიის ავტოკეფალიას ორივე მხრიდან, ამიტომ ჩვენ მოვახდინეთ მტკიცე და საჯარო რეაგირება (დუმენკოს აღიარებაზე არქიეპისკოპოს ქრიზოსტომის მხრიდან,-რე.).

"გეოპოლიტიკური დაპირისპირება აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის იზრდება. კვიპროსზე ეს მოვლენა ცხადია, რადგანაც ეს ვლინდება ეკონომიკური სექტორის, ჟურნალისტიკის, პოლიტიკური ცხოვრების და ა.შ. ყველა სფეროში. ჩვენი სურვილია, ვითანამშრომლოთ ყველასთან ურთიერთპატივისცემის ჩარჩოებში,"-დაასკვნა მიტროპოლიტმა ისაიამ.

ადრე მჟკ წერდა, რომ ტამასოსის მიტროპოლიტ ისაიას სიტყვებით, უკრაინაში ფანარიონის ქმედებებზე   სიმართლის თქმა-ეს ნაბიჯია არა ფანარიონის წინააღმდეგ,არამედ  მის მიმართ სიყვარულის დამტკიცებაა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ