მეუ-მ როვნოში „აკურთხა“ ნაცისტთა თანამებრძოლის სახელობის „პლასტუნთა“ დროშა.

23 თებერვალი 2021 22:15
17
მწერალ-კოლაბორაციონისტის ვლას სამჩუკის სახელობის პლასტის სათვისტომოს დროშა, რომელიც მხარს უჭერდა უკრაინის ოკუპაციას ჰიტლერის მიერ. ფოტო: страница Ровенского горсовета в Facebook. მწერალ-კოლაბორაციონისტის ვლას სამჩუკის სახელობის პლასტის სათვისტომოს დროშა, რომელიც მხარს უჭერდა უკრაინის ოკუპაციას ჰიტლერის მიერ. ფოტო: страница Ровенского горсовета в Facebook.

როვნოში მეუ-ს ტაძარში „აკურთხეს“ მწერლისა და უკრაინელ ნაციონალისტთა ორგანიზაციის წევრის, სამჩუკის სახელობის  პლასტის სათვისტომოს დროშა.

2021 წლის 20 თებერვალს როვნოში უკრაინაში  მართლმადიდებელი  ეკლესიის მიძინების ტაძარში შედგა სკაუტსკის ორგანიზაცია „პლასტის“, მათი „მფარველის“ - მწერლისა და უკრაინელ  ნაციონალისტთა ორგანიზაციის წევრის ვლას სამჩუკის სახელობის 33-ე ახალგაზრდული სათვისტომოს დროშის „კურთხევა“,თავის Facebook გვერდზე იუწყება როვენის საქალაქო კომიტეტი.

მიღებაზე შეიკრიბა 60-მდე ახალგაზრდა „პლასტუნელი“, მათ  ფიცი დადეს, რომ  ორგანიზაციის იდეებისა და მიზნების ერთგულნი იქნებიან,  აგრეთვე დაიცავენ და პატივს სცემენ სამჩუკის სახელობის დროშას, რომელიც პლასტის მაღალი იდეალების გამომხატველია. 

ვლას სამჩუკი გაერთიანებული იყო უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაციის კულტურულ და საბრძოლო სტრუქტურებში, კავშირი ჰქონდა უკრაინის რეიხკომისარიატთან, რომლის მეშვეობით არაერთხელ იმოგზაურა ოკუპირებული უკრაინის მთელ ტერიტორიაზე 1941-43 წლებში.

როგორც მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, ივან ფრანკოვსკში უკრაინაში  მართლმადიდებელი  ეკლესიის „მღვდლებმა“ იმღერეს «батько наш Бандера» (ჩვენი მამა ბანდერა).

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ