ფანარიონისგან უმე-ს მხარდაჭერა საფრთხეს უქმნის სერბეთის ეკლესიას,- ექსპერტი

პატრიარქი ბართლომე. ფოტო: pravoslavie.ru

სერბი მეცნიერებათა დოქტორი ყვებოდა, რომ ბართლომეს ქმედებები უკრაინაში სერბეთის ეკლესიას მიუთითებენ  სიტუაციის განმეორების შესაძლებლობაზე  მაკედონიასთან დაკავშირებით.

კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს საქციელი უკრაინაში, სადაც მან  უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის შექმნით მხარი  დაუჭირა  განხეთქილებას, საშიშროების ნიშანი გახდა სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა  და მის ახლადარჩეულ  პატრიარქ  პორფირესთვის, ვინაიდან მაკედონიაში ადგილობრივი ხელისუფლების მიერ განხეთქილების მხარდაჭერის თვალსაზრისით მსგავსი სიტუაციაა, ყვებოდა სერბეთის საერთაშორისო პოლიტიკისა და მეურნეობის ინსტიტუტის მეცნიერებათა დოქტორი დუშან პროროკოვიჩი «РИА Новости»-სთან ინტერვიუში.

მისი სიტყვებით, რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში მაკედონიის  მმართველები   არაღიარებული მაკედონიის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის დამოუკიდებლობის მოპოვებას ცდილობდნენ,  ფანარის ქმედებები უკრაინაში ახალი ფაქტორია,  ამიტომ მაკედონიის ხელისუფლებამ მიმართა პატრიარქ ბართლომეს.

„პარადოქსია, რომ ახლანდელი ხელისუფლება - მაკედონიის სოციალისტები, გუშინდელი კომუნისტები და ათეისტები წერენ წერილებს პატრიარქ ბართლომეს და თხოვენ მას მაკედონიის მართლმადიდებელი ეკლესიის აღიარებას, - თქვა ექსპერტმა. - ადრე სერბეთის მართლმადიდებელ ეკლესიას ფართო კომუნიკაცია ქონდა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან, მაგრამ ახლა ეს კითხვის ნიშნის ქვეშაა სერბეთის მართლმადიდებელი  ეკლესიის პოზიციის გამო უკრაინის მიმართ“.

დუშან პროროკოვიჩმა აგრეთვე აღნიშნა, რომ სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და ახალი პატრიარქის წინაშე დგას კოსოვოსა და მეტოქიის სიწმინდეების დაცვისა და ჩერნოგორიის განხეთქილების საკითხები.

როგოც მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში კომენტარი გააკეთეს საელჩოს მილოცვაზე სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქისადმი უკრაინაში  მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

გაიკეთებთ თუ არა COVID საწინააღმდეგო აცრას?
სულ ხმა მისცა: 0

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus