ფანარიონის მეთაური: ჩეხეთისა და სლოვაკეთის ეკლესიას: ნუ პროვოცირებთ!

პატრიარქი ბართლომე. ფოტო: pravoslavie.ru

პატრიარქმა ბართლომემ უკმაყოფილო შეტყობინება გააგზავნა პრაღის არქიეპისკოპოსის მიქაელის მისამართით,რომელშიც ავტოკეფალიაზე ტომოსის შეუსაბამობის გამო უსიამოვნებებით დაემუქრა

2021 წლის 1 თებერვალს კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომემ გაუგზავნა წერილი პრაღის არქიეპისკოპოს მიქაელს, რომელშიც გამოხატა უკმაყოფილება ჩეხეთისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის 70-წლის იუბილეზე არქიეპისკოპოს მიქაელის გამონათქვამების გამო, იუწყება გამომცემლობა Сredo.press.

პატრიარქმა ბართლომემ აღნიშნა, რომ ის თვლის ჩეხეთისა და სლოვაკეთის ავტოკეფალურ სტატუსს, რომელიც მან მიიღო რუსული მართლმადიდებლური ეკლესიისაგან 1951 წელს- "მოჩვენებითს", რადგანაც "ამ და-ეკლესიას (რმე-რედ.) არასდროს არ ჰქონდა და არა აქვს კანონიკური უფლება [ავტოკეფალიის მინიჭების], რადგანაც მან თვითონ მსოფლიოს საპატრიარქოდან, როგორც ავტოკეფალიის  ერთადერთი მიმნიჭებელიდან მიიღო საკუთარი XVI საუკუნეში, ისევე როგორც სხვა დანარჩენმა შედარებით გვიანდელმა ახალმა ავტოკეფალურმა ეკლესიებმა."

 როგორც მტკიცებულება ავტოკეფალიის გაუქმებისა, რომელიც მიღებულია რმე-ს მიერ, ფანარიონის მეთაური ასახელებს არქიეპისკოპოს დოროთეს პოზიციას, რომელიც "გრძნობდა აუცილებლობას გასული საუკუნის ბოლოს გამოეთხოვა კანონიკური ავტოკეფალია დედა-ეკლესიისაგან-ჩვენი კონსტანტინოპოლის ეკლესიისაგან- იერარქიის, სასულიერო პირების და ჩეხეთისა და სლოვაკეთის ეკლესიის ხალხისთვის."

"და დედა-ეკლესიამ მაშინ სიყვარულით გიპასუხათ, და ასე თქვენ შეხვედით ურთიერთობაში კანონიკურ მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიებთან, ყველასგან (ურთიერთ) აღიარებული, და გერგოთ კრეტის მართლმადიდებელი ეკლესიის დიდ და წმინდა კრებაზე მონაწილეობის პატივი ,"- წერს ფანარიონის მეთაური.

თუმცა მისი აზრით, ჩეხეთისა და სლოვაკეთის ეკლესია, მიუხედავად შეთანხმებისა, სხვადასხვა საბაბით, დღემდე აგრძელებს დაბრკოლებების შექმნას და არ რეაგირებს მსოფლიო პატრიარქის ბუნებრივ მოთხოვნაზე მოიყვანოს ჩეხეთისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წესდება ტომოსის კანონიკური ავტოკეფალიის მინიჭებისთან შესაბამისობაში,- რაც შეუძლებელია დარჩეს არასასურველი შედეგების გარეშე."

ამასთან დაკავშირებით, პატრიარქმა ბართლომემ შეახსენა არქიეპისკოპოს მიქაელს, რომ "ოცი წლის წინ თქვენმა ეკლესიამ არ მოისურვა თავისი არაკანონიკური "ავტოკეფალიის" ორმოცდაათი წლისთავის აღნიშვნა, მაგრამ ათი წლის წინ თქვენი ეკლესია შეეცადა აღენიშნა თავისი ყალბი ავტოკეფალიის სამოცი წლისთავი, რაზედაც ჩვენ წერილობით დავუმოწმეთ თქვენს წინამძღვარს უნეტარეს ქრისტოფორეს და უნეტარეს არქიეპისკოპოს ნიკოლოზს."

"მაშინ  ჩვენ გავცვალეთ წერილები, გაგზავნილი თქვენი წმინდანის ასლებით, მაგრამ თუ ჩვენ გამოვხატავთ უკმაყოფილებას და მსოფლიო საპატრიარქოს საყვედურებს თქვენი ყალბი ავტოკეფალიის სამოცდაათი წლისთავის აღნიშვნის გამო, მაშინ ნებისმიერ შეუძლია თქვენი ეკლესია ჩათვალოს მოუგვარებელ და ანტიკანონიკურად, [მყოფი] რუსეთის წმინდა ეკლესიის დაქვემდებარებაში,"- დარწმუნებულია ფანარიონის მეთაური.

მან ასევე აღნიშნა, რომ არქიეპისკოპოს მიქაელის მისწრაფება "აღნიშნოს რეგულარულად დადგენილი დროის ინტერვალით ეს ნეგატიური, აშკარად არაკანონიკური მოვლენა, რომელიც უმნიშვნელოა ჩეხეთისა და სლოვაკეთის წმინდა ეკლესიისათვის, ეჭვს ბადებს თქვენს პატიოსნებასა და გულწრფელობაში, როგორც მინიმუმ კონსტანტინოპოლის დედა-ეკლესიის მიმართ."

"შეისწავლეთ, ბოლოსდაბოლოს, ისტორია და კანონიკური უფლება ჩვენი წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის და ნუ პროვოცირებთ!",- მოუწოდა ფანარიონის მეთაურმა და თავისი წერილი შეაჯამა სიტყვებით იმაზე, რომ "მადლი და ნათელი უფლისა ჩვენისა, მოსული ქვეყნიერებაზე მის გადასარჩენად" დაე იყოს არქიეპისკოპოს მიქაელთან.

ადრე მჟკ წერდა, რომ ფანარიონი პრაღის არქიეპისკოპოს მიქაელს დაემუქრა "მკაცრი ჩარევის" დაუმორჩილებლობის გამო.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

გაიკეთებთ თუ არა COVID საწინააღმდეგო აცრას?
სულ ხმა მისცა: 0

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus