დრაბინკოზე შეტევა პროვოცირებულია მეუ-ში ხელისუფლებისთვის ბრძოლით-პოლიტოლოგი

მეუ-ს ყოფილი მიტროპოლიტი ალექსანდრე (დრაბინკო).ფოტო: facebook.com/oleksandr.drabinko

სკანდალი დრაბინკოსთან მიმართებაში-ეს შურისძიებაა მისი პატრიარქ ბართლომესთან შეხვედრის გამო უმე-ს მეთაურის ზურგსუკან, თვლის ცნობილი პოლიტოლოგი.

სკანდალი "მიტროპოლიტის" ალექსანდრეს (დრაბინკო) ირგვლის დაკავშირებულია მის მცდელობასთან გააძლიეროს თავისი პოზიციები სტამბულში პირადი ვიზიტების გზით და პატრიარქ ბართლომესთან შეხვედრებით, რასაც მოყვა ინფორმაციული შეტევა მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მხრიდან, რომლებიც ლოიალურები არიან ეპიფანე დუმენკოს მიმართ, წერს პოლიტიკური კონსულტანტი დიმიტრი ჯანგიროვი თავის Facebook გვერდზე.

პოლიტოლოგის პუბლიკაციაში  "Схватка бульдогов под ковром" : მეუ-ს "ცისფერი" სკანდალი  კულისებს მიღმა ნათქვამია, რომ მთავარი შეტევა დრაბინკოზე დაიწყო პეტრე პოროშენკოს კუთვნილ «5 канале» და ეყრდნობოდა წინა გამოქვეყნებულ მასალას ამ თემაზე ლვოვის გაზეთ «Справжня варта»-ში.

"ლვოვის გაზეთში «Справжня варта»-ში გამოვიდა მასალა ამ თემაზე, მაგრამ ეს, როგორც ჩვენ გვესმის, იყო უკვე ტელეარხისათვის "გამზადებული" "ინფორმაციის ჩარეცხვა" ,- წერს ჯანგიროვი. თუმცა «Справжня варта» მოყავს თავისი- საკმაოდ რეალისტური!- შიდა საეკლესიო "გარჩევების" ვერსია: მეუ-ს ზოგიერთ იერარქს, და პირველ რიგში მიტროპოლიტ ეპიფანეს, აშკარად აღიზიანებს ზედმეტად დამოუკიდებელი ოპოზიცია, ასევე მიტროპოლიტ ალექსანდრეს როლის გაძლიერება ორგანიზაციის შიგნით."

პოლიტოლოგი აღნიშნავს, რომ მიუხედავად ყველა "პატრიოტული" აღფთოვანებისა ავტოკეფალიაზე, პატრიარქ ბართლომეს მეუ-ზე ზეგავლენის ძლიერი ადმინისტრაციული სადავეები უჭირავს, ამიტომ "იერარქების"ჯგუფი დრაბინკოს მეთაურობით საკუთარ კომუნიკაციას ამყარებს სტამბულთან იმედით, რომ შიდა საეკლესიო ბრძოლების დროს დაეყრდნოს ფანარიონის მეთაურს.

დიმიტრი ჯანგიროვი თვლის, რომ დრაბინკოზე შეტევების შემდეგ მეუ-ს სხვა "იერარქები" ღელავენ, რადგანაც შესაძლოა ისინი აღმოჩნდნენ დუმენკოს მომხრეების საინფორმაციო შეტევის სამიზნე. ასევე პოლიტოლოგი არ გამორიცხავს, რომ ასეთი შეტევის ობიექტი თავად ეპიფანე არ გახდეს.

როგორც მჟკ წერდა, პროგნოზირებადი: ზორია ირწმუნება, რომ მეუ-ს შიდა სკანდალი მოსკოვის ბრალია.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

გაიკეთებთ თუ არა COVID საწინააღმდეგო აცრას?
სულ ხმა მისცა: 0

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus