ფანარიონის საბერძნეთის გაერთიანება ტორონტოში ვალების გამო ტაძარს ყიდის

ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძარი ტორონტოში. ფოტო: roncesvallesvillage.ca

გაყიდვის ობიექტი შეიძლება გახდეს წმინდა ირინეს ტაძარი ან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების ტაძარი ტორონტოში,ისინი კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს იურისდიქციაში ირიცხებიან.

COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის გამო, ბერძნული მართლმადიდებელი გაერთიანება ტორონტოში (კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს კანადის არქისაეპისკოპოსო) იძულებულია  თავისი ოთხი ობიექტიდან გაყიდოს ერთი, რომ გადაიხადოს  4,5 მილიონი დოლარის ოდენობის ვალი, იუწყება cbc.ca.

ორგანიზაციის დირექტორთა საბჭომ შექმნა დამოუკიდებელი საკონსულტაციო კომიტეტი, რომელმაც მისცა რეკომენდაცია უძრავი ქონების ოთხი ობიექტიდან, რომლებშიც შედიან: წმინდა იოანე და ალექსანდრე დიდის კულტურის ცენტრი, წმინდა დიმიტრის კულტურის ცენტრი, წმინდა ირინეს ეკლესია და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების ტაძარი,  გაეყიდათ ერთ-ერთი.

„ჩვენ შევეჯახეთ რეალობას, ეს ზედმეტად სასტიკი გადაწყვეტილებებია. მმართველობის არც ერთ წევრს არ სურდა ამ გადაწყვეტილებების მიღება. თანხის შეგროვების ყველა ღონისძიება, რომელთა ჩატარება ადრე შეგვეძლო, ახლა უკვე ვეღარ შევძლებთ“, - თქვა ორგანიზაციის პირველმა ვიცე-სპიკერმა და ხაზინადარმა ნიკონ გეორგაკოპულოსმა.

ტორონტოს ბერძნული გაერთიანება ითვლის 150 000 ბერძნული წარმოშობის კანადელს. ორგანიზაციის ქონება, ეკლესიების ჩათვლით, შეადგენს მისი შემოსავლის 40 პროცენტს. შემოსავლების დანარჩენი ნაწილი მოდის ბერძნული სკოლებიდან, კულტურული ღონისძიებებიდან და ფესტივალებიდან, მაგრამ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ შეზღუდვებთან დაკავშირებით, ორგანიზაციის შემოსავლები 90 პროცენტით დაეცა.

რაც შეეხება ბერძნულ სკოლებს, ადრე იქ სწავლობდა 1000 მოსწავლემდე, ახლა კი 100-მდე. ეს იყო კიდევ ერთი ფინანსური დარტყმა, თქვა გეორგაკოპულოსმა.

„ხალხი უბედურია, მაგრამ მე როგორც დირექტორს მეკისრება იმის პასუხისმგებლობა, რომ ორგანიზაციამ გააგრძელოს წინსვლა“, - დაამატა მან.

როგორც მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, კანადაში დაანგრიეს და დაწვეს ეკლესია, რომელიც 1933 წელს დაარსებული იყო უკრაინელების მიერ.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

გაიკეთებთ თუ არა COVID საწინააღმდეგო აცრას?
სულ ხმა მისცა: 0

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus