ვინც ეკუმენიზმს ერესს უწოდებს , ეკლესიის ერთიანობას არღვევს - ბართოლომე

რომის პაპი ფრანცისი და პატრიარქი ბართოლომე. ფოტო: Гордон

ეკუმენიზმის მოწინააღმდეგეები უკვე შეაფასეს კრეტის კრებაზე 2016 წელს, გაიხსენა პატრიარქმა ბართლომემ.

კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომე დარწმუნებულია, რომ ისინი, ვინც ჭეშმარიტი მართლმადიდებლობის დაცვის "საბაბით" ეკუმენიზმს ერესს უწოდებს, არღვევს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთიანობას. ამაზე მან განაცხადა იტალიური გაზეთის Avvenire -თან ინტერვიუში.

კერძოდ, მისი სიტყვებით, დღევანდელ მართლმადიდებელ სამყაროში "არსებობენ განსხვავებული ჯგუფები, რომლებიც გამოხატავენ უკიდურეს ანტიეკუმენისტურ სულს და ახასიათებენ ეკუმენიზმს როგორც "პან-ერესს".

"მართლმადიდებელი ეკლესიის დიდმა და წმინდა კრებამ, რომელიც ჩატარდა კრეტაზე 2016 წელს, დაგმო ყველა, ვინც  ჭეშმარიტი მართლმადიდებლობის შენარჩუნების ან შესაძლო დაცვის "საბაბით" არღვევს ეკლესიის ერთიანობას (მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობა დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან, პარ. 22)",- აღნიშნა ფანარიონის მეთაურმა პასუხად შეკითხვაზე  მართლმადიდებელ ეკლესიაში არსებული "წინააღმდეგობები ერთიანობისკენ მიმავალ გზაზე."

როგორც მჟკ იუწყებოდა, პატრიარქმა ბართლომემ თქვა, რომ არასდროს არ იყო  მართლმადიდებლობაში "ინტროვერტობის" მომხრე, და გზა ქრისტიანების ერთიანობისკენ- ცენტრალური თემაა რუსულ კათოლიკურ ეკლესიასთან მისი ურთიერთობისას.
 

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

გაიკეთებთ თუ არა COVID საწინააღმდეგო აცრას?
სულ ხმა მისცა: 0

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus