უმე მომხრეების დასაცავად კიევში დარეგისტრირდა მართ. ადვოკატთა კავშირი

კიევში დაარეგისტრირეს სამართალდამცავი ორგანიზაცია „მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი“, რომელიც განახორციელებს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დევნილი გაერთიანებებისა და მღვდლების სამართლებრივ მხარდაჭერას.ფოტო: Pravdainform.com.ua

მართლმადიდებელ ადვოკატთა სრულიად უკრაინის კავშირის ორგანიზების გადაწყვეტილება ეკუთვნის წმინდა თავად ვლადიმერის კიევის საძმოს.

კიევში დაარეგისტრირეს სამართალდამცავი ორგანიზაცია „მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი“, რომელიც განახორციელებს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დევნილი გაერთიანებებისა და მღვდლების სამართლებრივ მხარდაჭერას. ამის შესახებ იუწყება ორგანიზაციის ტელეგრამ-არხი.

კავშირის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს წმინდა მოციქულთასწორ თავად ვლადიმერის კიევის საძმოს ბოლო ყრილობაზე, რომლის წევრებს შორის იურისტებიც არიან.

სიტუაციაზე მსჯელობისას, რომელიც ეხება უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის გაერთიანებების უკანონო რეგისტრაციას უკრაინაში მართლმადიდებელ ეკლესიაში, ძმებმა დააფიქსირეს მართლმადიდებელ ადვოკატთა სრულიად უკრაინის კავშირის შექმნის აუცილებლობა, რომელიც განახორციელებს დევნილი გაერთიანებების, მღვდლებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერას.

„სამართალდამცავი ორგანიზაცია დარეგისტრირდა და დაიწყო მოღვაწეობა. მისი შექმნის მიზანი  უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის გაერთიანებების კანონიერი ინტერესების, მათი ქონებისა და წევრების  დაცვაა. ორგანიზატორები იმედოვნებენ კიევისა და უკრაინის სხვა რეგიონების ყველა დაინტერესებული იურისტის გაერთიანებას“, - ნათქვამია სამართალდამცავი ორგანიზაციის უწყებაში.

შეგახსენებთ, რომ მანამდე წმინდა თავად ვლადიმერის კიევის საძმომ, რომელიც შეიქმნა 2015 წელს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის ლოცვა-კურთხევით, დეკანოზ ალექსანდრე კლიმენკოსთან ერთად  მოაწყო მარათონი უკრაინის ქალაქებში „ოჯახის შენარჩუნება - ხალხის შენარჩუნებაა“. მარათონის ფარგლებში მღვდელი ატარებს კონცერტებს და შეხვედრებს მორწმუნეებთან, მათი მთავარი თემა ოჯახური ღირებულებებია.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

გაიკეთებთ თუ არა COVID საწინააღმდეგო აცრას?
სულ ხმა მისცა: 0

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus