ფანარიონის მეთაური:ჩვენი უარმყოფელები უარყოფენ მართლმადიდებლობის სტრუქტურას

პატრიარქი ბართლომე. ფოტო: znaj.ua

კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მეუ-სთვის ავტოკეფლიის მინიჭება იყო "ეკლეზიოლოგიურად და კანონიკურად სწორი.''

ისინი, ვინც უარყოფენ აშკარა ფაქტს  და ეჭვი შეაქვთ მსოფლიო პატრიარქის უფლებებსა და მოვალეობებში, თვით მართლმადიდებლობის სტრუქტურაში შეაქვთ ეჭვი. ამაზე კონასტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომემ განაცხადა ინტერვიუში გამომცემლობა Avvenire, სადაც კომენტარი გაუკეთა მეუ-სთვის ავტოკეფალიის გადაცემის სიტუაციას.

ფანარიონის მეთაურის სიტყვებით, "უკრაინულ საკითხში ჩვენ მოვიქეცით ისევე, როგორც ავტოკეფალიის გადაცემის სხვა შემთხვევებში."

"ჩვენ მივყვებოდით მართლმადიდებლობის ტრადიციებს, რომელსაც საფუძველი ჩაუყარა მრავალსაუკუნოვანმა საეკლესიო პრაქტიკამ,- განაცხადა მან.-მე მახსოვს, რომ კონსტანტინოპოლმა უკრაინამდე უკვე მიანიჭა ავტოკეფალია ცხრა სხვა ადგილობრივ ეკლესიებს. დღეს, რათქმაუნდა, ზოგიერთები ეგოისტური მიზნებით უარყოფენ ამ აშკარა ფაქტს. მაგრამ ისინი, ვინც ეჭვქვეშ აყენებს მსოფლიო პატრიარქის უფლებებსა და მოვალეობებს, სინამდვილეში ეჭვქვეშ აყენებენ თვით საკუთარ არსებობას და იდენტობას, თვით მართლმადიდებლობის სტრუქტურას."

პატრიარქმა ბართლომემ აღნიშნა, რომ მსოფლიო პატრიარქი-პირველი ტახტია მართლმადიდებლობაში მრავალსაუკუნოვანი გამოცდილებით და კანონიკური ტრადიციებისადმი ერთგულებით, რომელიც "თავისი ვალდებულებების ჩარჩოებში იბრძოდა საყოველთაო მართლმადიდებლობის ერთობის შენარჩუნებისათვის" და "ზრუნავდა კანონიკურად მიენიჭებინა თვითმმართველობის სტატუსი "ახალი ადგილობრივი ეკლესიებისათვის, რომ მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა "საკუთარი შიდა საქმეები დამოუკიდებლად მოაწესრიგონ და ამავე  დროს დარჩნენ უწყვეტ კავშირში თავის კონსტანტინოპოლის დედა-ეკლესიასთან."

ასევე, ფანარიონის მეთაურის მტკიცებით, მოხდა უკრაინასთანაც, და მეუ-სთვის ავტოკეფალიის მინიჭება "იყო არა მხოლოდ ეკლეზიოლოგიურად და კანონიკურად სწორი, არამედ ერთადერთი რეალური გადაწყვეტილება."

"და, რათქმაუნდა, ეს არ ემსახურებოდა, როგორც ზოგიერთები მიიჩნევენ, პოლიტიკურ მიზანდასახულობას ან თუნდაც გეოპოლიტიკურ ინტერესებს, ეს იყო დედა-ეკლესიის პასუხისმგებლობის აქტი მილიონობით მართლმადიდებელი ჩვენი ძმების წინაშე, რომლებიც ყოველგვარი დანაშაულის გარეშე აღმოჩნდნენ ეკლესიის გარეთ,"-დაამატა პატრიარქმა ბართლომემ.

გარდა ამისა, ფანარიონის მეთაური დარწმუნებულია, "ისინი, ვისაც ეჭვი შემოაქვთ მსოფლიო პატრიარქის როლზე მართლმადიდებლობაში, შემოაქვთ ახალი არასტაბილური ეკლეზიოლოგია."

ადრე მჟკ წერდა, რომ ფანარიონის მეთაურს ახარებს ტომოსის ისეთი ნაყოფი, როგორიცაა თურქეთში უკრაინელი მომლოცველების რიცხვის ზრდა.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

გაიკეთებთ თუ არა COVID საწინააღმდეგო აცრას?
სულ ხმა მისცა: 0

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus