ნიკეის კრების იუბილე ქრისტიანთა გაერთიანების საბაბია, - ფანარიონის მეთაური

პატრიარქი ბართლომე. ფოტო: tovima

კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომემ კომენტარი გააკეთა  „რამდენიმე ქრისტიანულ ეკლესიასთან“ ნიკეაში 2025 წელს შეხვედრის შესახებ ადრე გაჟღერებულ იდეაზე.

ნიკეაში პირველი მსოფლიო კრებიდან 1700 წელი არის საბაბი, საშუალება და მოწოდება ყველა ქრისტიანისადმი განახორციელონ  უფრო სერიუზული ნაბიჯები ეკუმენიზმის გზაზე. ეს თვალსაზრისი პატრიარქმა ბართლომემ გამოთქვა იტალიურ გამომცემლობა Avvenire-თან ინტერვიუში.

ნიკეაში 2025 წელს სხვადასხვა ქრისტიანული ეკლესიის წარმომადგენლებთან შეხვედრის იდეის კომენტირებისას, რომელიც გაჟღერდა 2014 წელს იერუსალიმში პაპ ფრანცისკესთან შეხვედრის შემდეგ, ფანარის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ „ეს შესაძლოა ქრისტიანული ეკლესიებისთვის გახდეს საბაბი იმისა, რომ დაფიქრდნენ თავის გზაზე, წარსულისა და აწმყოს შეცდომებზე, აგრეთვე განახორციელონ უფრო სერიუზული ნაბიჯები გარკვეულ ეკუმენისტურ გზაზე საუკუნოვან თანამედროვე ეკუმენისტურ გამოცდილებაზე დაყრდნობით“.

„ნიკეაში პირველი მსოფლიო კრება  არის სიმბოლო, ქრისტიანობის ისტორიაში გადამწყვეტი მომენტი არა მარტო იმიტომ, რომ იქ ჩამოყალიბდა მრწამსი, არამედ იმიტომაც, რომ გამოიცა 20 კანონი. ასე რომ, ნიკეა გვთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას  პირველი ათასწლეულის ჩვენი საერთო კანონიკური მემკვიდრეობის განმტკიცებისა და კანონიკური სამართლის, როგორც ეკუმენისტური დიალოგის ხელშემწყობი ინსტრუმენტის,  შესწავლის მნიშვნელობისა“, - თქვა ფანარის მეთაურმა.

მისი აზრით, კანონები - ეს „შეთანხმების ძიების კომპონენტებია დოქტრინის დონეზე, რომელიც აქამდე იყო ძირითადი და დომინირებული მიმართულება თანამედროვე ეკუმენისტურ დისკურსში“, ხოლო ნიკეის კრების მომავალი იუბილე - „მოწოდებაა ყველა ქრისტიანის მიმართ, რათა გაიაზრონ, რომ ის, რაც გვაერთიანებს უფრო მეტია, ვიდრე ის, რაც ჩვეულებრივ გვაშორებს ხოლმე“.

„ქრისტიანული ერთიანობა და საერთო მიდგომა თანამედროვეობის დიდი პრობლემებისადმი - ეს არა მარტო რიგითი თხოვნა, არამედ ეკლესიის დამაარსებლის მცნებაა. დიდი იუბილეები გვახსენებენ ამ ჭეშმარიტებას“, - თქვა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მეთაურმა.

მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ პატრიარქმა ბართლომემ ქრისტიანთა ერთიანობის გზას პაპ ფრანცისკესთან მისი ურთიერთობის ცენტრალური თემა უწოდა.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უნდა მოუწოდოს თუ არა მღვდელმსახურმა მრევლს COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ?
დიახ, ეპისკოპოსები და მღვდელმსახურები ზრუნავენ მრევლის ჯანმრთელობაზე
0%
არა, ეს წმინდა სამედიცინო საკითხია, ეკლესია აქ არაფერ შუაშია
100%
ჩემთვის სულ ერთია
0%
სულ ხმა მისცა: 4

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus