აშშ უტევს უმე-ს,როგორც უკრაინის ტრადიციების ღირებულებების დამცველს-ექსპეტრი

13 თებერვალი 2021 14:05
0
აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. ფოტო: today.kg აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. ფოტო: today.kg

ბაიდენის ადმინისტრაცია აგრძელებს შეტევას უკრაინაში კანონიკურ ეკლესიაზე,  როგორც "ამერიკული ღირებულებების დანერგვის მოწინააღმდეგე", თვლის რუსლან ბორტნიკი.

აშშ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია აგრძელებს მისი წინამორბედების მიერ დაწყებულ შეტევას უმე-ზე, რადგანაც ის იცავს ტრადიციულ უკრაინულ ღირებულებებს და ხელს უშლის ჰედონიური "ამერიკული" ცხოვრების სტილის დანერგვას, თქვა youtube-არხზე  «Перший Козацький» -სთან თავის ინტერვიუში "პოლიტიკის ანალიზისა და მენეჯმენტის უკრაინის ინსტიტუტის"  დირექტორმა რუსლან ბორტნიკმა.

მისი სიტყვებით, ტრადიციულ საზოგადოებებს ჰყავს თავისი ელიტა, პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და სულიერი, რომლებიც ხელს უშლიან უცხო "ამერიკული ღირებულებების" დანერგვას, ნეოპოლიტიკური სისტემის, დასავლეთის კაპიტალის შემოდინებას. ასეთი საზოგადოებების ჩამოშლისთვისაა მიმართული გლობალიზაცია, რომელიც მსოფლიოში წინ წამოსწია ნეოლიბერალურმა ელიტამ, რომლის ცენტრია აშშ და დასავლეთი.

ბორტნიკი აღნიშნავს, რომ რელიგიური თვალსაზრისით ამერიკაში შექმნილი "მსოფლიო ალიანსი რელიგიური თავისუფლებისათვის" მაგალითზე  ჩვენ ვხედავთ ტრადიციული რელიგიის გადაკეთების  მცდელობას, ნეოლიბერალური არსით მის გაჯერებას. ამიტომ უკრაინაში ბოლო ერთ-ორ წელიწადში აქტიურდება უმე-ს ტაძრების მიტაცება, მოხდება იმ კონფესიებისათვის დაფნის გვირგვინის გადაცემის იდეების წამოწევა, რომლებიც მხარს დაუჭერენ მოქმედ მთავრობას, და ასევე იქნება დისკუსიები კანონიკური ეკლესიის "არქაულობაზე".

"მე ვფიქრობ, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია გააგრძელებს გლობალიზაციის ხაზს, მსოფლიო რელიგიების ნეოლიბერალიზაციას და ზეწოლას, მათ შორის რელიგიურ სფეროში, თავის პოლიტიკურ ოპონენტებზე და გეოპოლიტიკურ  კონკურენტებზე,-თქვა ექსპერტმა. ამიტომ ზეწოლა უმე-ზე გაძლიერდება, უკრაინის მთავრობა ამ ზეწოლისათვის იქნება წახალისებული, ვითარება თანდათან დაიძაბება და მიაღწევს ახლო წარსულში პეტრე პოროშენკოს ბოლოდროინდელ მდგომარეობას."

როგორც მჟკ იუწყება, უმე-ს იერარქმა კომენტარი გაუკეთა ხელისუფლების მხრიდან შესაძლო დარტყმას ეკლესიაზე.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ