ევროპარლამენტმა მოუწოდა დაიხუროს საიტი «Миротворец»

ევროპა შეწუხებულია იმ ფაქტით, რომ უკრაინაში დაშინებისა და სიძულვილის ენა პოლიტიკური იარაღი გახდა.ფოტო: ria.ru

ევროპარლამენტში მიაჩნიათ, რომ უკრაინის ხელისუფლებამ მკაცრად უნდა დაგმოს და აკრძალოს ექსტრემისტული და სიძულვილის წამქეზებელი ჯგუფების და ვებ-საიტების საქმიანობა.

ევროპარლამენტმა (ეპ) დაამტკიცა შემაჯამებელი რეზოლუცია უკრაინაზე, რომელშიც მოუწოდა უკრაინის მთავრობას აკრძალოს სკანდალური საიტის "Миротворец» საქმიანობა. სხდომის ტრანსლაცია , რომლის მიმდინარეობისას გავრცელდა რეზოლუციის ტექსტი, 11 თებერვალს მიმდინარეობდა ევროპარლამენტის საიტზე.

"ევროპარლამენტი წუხს იმაზე, რომ პოლიტიკური კლიმატი ქვეყანაში აურესდება, როდესაც დაშინება, სიძულვილის ენა და პოლიტიკური ზეწოლა ფართოდ გამოიყენება პოლიტიკური მიზნებისათვის; დაჟინებით მოუწოდებს მთავრობას მკაცრად დაგმოს და აკრძალოს საქმიანობა ექსტრემისტული და სიძულვილის წამქეზებელი ჯგუფების და ვებ-საიტების, როგორიცაა "მშვიდობისმყოფელი", რომლებიც ქმნიან დაძაბულობას საზოგადოებაში და უკანონოდ იყენებენ ასობით ადამიანის პირად მონაცემებს, ჟურნალისტების, პოლიტიკოსების და უმცირესობების ჯგუფის წევრების ჩათვლით,"-ნათქვამია რეზოლუციაში.

შეგახსენებთ, რომ   "მშვიდობისმყოფელი" შექმნილია 2014 წელს, როგორც ინტერნეტ-წარმომადგენლობა  "დანაშაულის კვლევის ცენტრი უკრაინის ნაციონალური უსაფრთხოების , მშვიდობის და მოქალაქეების უსაფრთხოების  წინააღმდეგ", რომელიც შეიცავს პირად მონაცემებს ადამიანებზე, რომლებიც მუშაობენ რესურსის ადმინისტრატორების აზრით, "უკრაინის წინააღმდეგ."

კერძოდ,  "მშვიდობისმყოფელი" -ს მონაცემთა ბაზაში შეიყვანეს მთელი რიგი "მოწინააღმდეგეები უკრაინული მართლმადიდებლობის დამოუკიდებლობის, რუსეთის მიერ კონტროლირებადი რმე-სგან", რომელთა შორის არიან- უმე-ს წინამძღვარი უნეტარესი მიტროპოლიტი ონუფრი, ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტი, უმე-ს საქმეთამმართველი ანტონი (პაკანიჩი), უმე-ს სპიკერი დეკანოზი ნიკოლაი დანილევიჩი და მრავალი სხვა მღვდელმსახური. ამავე სიაში არიან უმე-ს მორწმუნეები და ცნობილი მოკრივეები ალექსანდრე უსიკი და ვასილი ლომაჩენკო.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

გაიკეთებთ თუ არა COVID საწინააღმდეგო აცრას?
სულ ხმა მისცა: 0

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus