დასავლეთი უმე-ს 13-მილიონიანი მრევლის რელიგიური უფლებების აიგნორებს

10 თებერვალი 2021 23:28
16
ტამასოსკის მიტროპოლიტი ისაია. ფოტო: romfea.gr ტამასოსკის მიტროპოლიტი ისაია. ფოტო: romfea.gr

ტამასოსკის მიტროპოლიტი ესაია თვლის, რომ პოლიტიკისა და ღვთისმეტყველების აღრევა ზღუდავს უმე-ს მრევლის უფლებებს და საფრთხეს უქმნის მართლმადიდებლობის ერთიანობას.

დასავლეთის ქვეყნებისა და პატრიარქ ბართლომეს ქმედებები უკრაინაში განხეთქილების მონაწილეთა აღიარებით გამოიწვიეს უკრაინის მართლმადიდებელი  ეკლესიის 13-მილიონიანი  მრევლის რელიგიური უფლებების იგნორირება და საფრთხე შეუქმნეს მთელი მართლმადიდებლობის მომავალ ერთიანობას, განაცხადა გამომცემლობა «Ромфея»-სთან ინტერვიუში კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის ტამასოსკის მიტროპოლიტმა  ესაიამ.

ის თვლის, რომ დასავლეთისა და ფანარის ქმედებები  „შერჩევითი და დისკრიმინაციულია 13 მილიონი უკრაინელი მართლმადიდებლის რელიგიური უფლებების მიმართ, რომლებსაც არ სურთ გაწყვიტონ კავშირი თავის დედა (როგორც ისინი აღიქვამენ) რუსულ ეკლესიასთან“. კვიპროსის იერარქმა აღნიშნა, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს შემდეგ უკრაინაში  მართლმადიდებელ  ეკლესიას აღიარებენ მხოლოდ ის ეკლესიები, რომლებიც ეკუთვნიან დასავლური გავლენის სფეროს და აცხადებენ, რომ კარგი ურთიერთობა და კავშირი აქვთ დასავლეთთან. და ეს ხდება იმიტომ, რომ „მოხდა მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიისა და ღვთისმეტყველების აღრევა სახელმწიფოთა საგარეო პოლიტიკასთან, რის შედეგადაც მართლმადიდებლობის ერთიანობის მომავალი სერიუზული საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება“.

მიტროპოლიტი ესაია თვლის, რომ ამ გადაჯაჭვული საერთაშორისო ინტერესის პირისპირ უნდა გავითვალისწინოთ, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა მართლმადიდებელი ეკლესიების დამოუკიდებლობა და თვითგამორკვევა წყდება არა მარტო ეკლესიის მიერ, არამედ სრულიად მართლმადიდებლური სინოდის მიერ, ეს პროცედურა კი დედა-ეკლესიიდან იწყება, ამას მოყვება მართლმადიდებელ ეკლესიათა სინოდი, რომელსაც უძღვება ამისთვის უფლებამოტასილი მსოფლიო პატრიარქი.

როგორც მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, კვიპროსის ეკლესიის მღვდელმთავარმა სიყვარული და მხარდაჭერა გამოხატა უკრაინის მართლმადიდებელი  ეკლესიის დევნილი გაერთიანებების მიმართ და მოუწოდა მორწმუნეებს დარჩნენ კანონიკური ეკლესიის ერთგულები უნეტარესი ონოფრეს მეთაურობით.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ