საეჩო ისრაელში ისევ შეეცადა თეოფილესთან მეუ-ს ,,განვითარების'' განხილვას

ისრაელში უკრაინის ელჩი ევგენი კორნეიჩუკი და იერუსალიმის პატრიარქი თეოფილე III. ფოტო: israel.mfa.gov.ua

უკრაინის ელჩმა ისრაელში ევგენი კორნეიჩუკმა პატრიარქ თეოფილე III - სთან განიხილა მსოფლიო მართმადიდებლობასა და მეუ-ს შორის შექმნილი სიტუაცია.

2021 წლის 4 თებერვალს იერუსალიმის მართმადიდებლურ ეკლესიაში მოხდა ისრაელში უკრაინის ელჩის ევგენი კორნეიჩუკისა და იერუსალიმის პატრიარქის თეოფილე III-ს შორის შეხვედრა, გვამცნობს ისრაელში უკრაინის საელჩოს ოფიციალური საიტი.

შეხვედრაზე უკრაინის ელჩმა და იერუსალიმის პატრიარქმა განიხილეს თანამშრომლობის პერსპექტივა უკრაინასა და იერუსალიმის საპატრიარქოებს  შორის ურთიერთობების შესწავლის საკითხზე, ასევე ერთმანეთს გაუზიარეს შეხედულებები მსოფლიო მართმადიდებლურ სამყაროსა და უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე, კერძოდ მეუ-ს ირგვლივ.

პატრიარქი თეოფილე III და უკრაინის ელჩი შეთანხმდნენ რელიგიური რელიქვიების გამობრძანებაზე, რომელიც XVII საუკუნეში საპატრიარქოს გადასცა ივან მაზეპმა, რომლებიც ქრისტეს საფლავში ინახება. უკრაინის დამოუკიდებლობის 30 წლისთავის ზეიმის ფარგლებში იგეგმება რელიქვიების გამოფენა, რომლებიც სხვა და სხვა დროს უკრაინისგან იქნა გადაცემული იერუსალიმის პატრიარქისადმი.

როგორც ადრე მჟკ გვამცნობდა, უკრაინის ელჩი ერთხელ უკვე შეეცადა იერუსალიმის პატრიარქთან განეხილა მეუ-ს ,,განვითარება''.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

გაიკეთებთ თუ არა COVID საწინააღმდეგო აცრას?
სულ ხმა მისცა: 0

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus