ფანარიონის მეთაური – მართმადიდებლობის მოწინავე დამცველი, – ელპიდოფორი

რომის პაპი ბენედიქტი და პატრიარქი ბართლომე. ფოტო: abbaziagreca.it

არქიეპისკოპოსი ელპიდოფორი თვლის, რომ მეუ-სთვის ტომოსის გადაცემის გამო პატრიარქი ბართოლომე შეიძლება შევადაროთ წმინდა პატრიარქ ფოტის.

ამერიკული საეპისკოპოსოს მეთაური ელპიდოფორმა გააკეთა განცხადება, რომ პატრიარქი ბართოლომე - ,, მართმადიდებლობის მოწინავე დამცველია’’, გვამცნობს გამომცემლობა Оrthodox Тimes.

არქიეპისკოპოსმა შეადარა წმინდა პატრიარქ ფოტის, რომლის წინაშეც ,,მთელი სლავური ერი ვალშია’’, ფანარიონის ამჟამინდელი პატრიარქი ბართოლომე – ,, წმინდა ფოტის ღირსეული მემკვიდრე და მართმადიდებლობის მოწინავე დამცველი’’.

,,ისევე როგორც მისი წმინდა წინამორბედი, პატრიარქმა ბართოლომემ ეკლესიის წიაღში დააბრუნა მილიონობით უკრაინელი მორწმუნე, თავის სითამამით და შორსმჭვრეტელობით უკრაინის ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მისანიჭებლად’’, - ხაზგასმით თქვა აშშ-ში ფანარიონის წარმომადგენელმა.

ადრე მჟკ წერდა, რომ არქიეპისკოპოსი ელპიდოფორის აზრით ფანარიონის მეთაური პატრიარქი ბართოლომე - ,,მართმადიდებელთა ლიდერია’’.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

გაიკეთებთ თუ არა COVID საწინააღმდეგო აცრას?
სულ ხმა მისცა: 0

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus