კიევში ლგბტ-ს წარმომადგენლები მთავარ მტერად ,,ეკლესიას თვლიან’'

«ძირითადი ეკლესიები» – უკრაინაში ლგბტ-ს მთავარი მტერი. ფოტო: скриншот facebook.com/nashmircenter

უკრაინის ლგბტ გაერთიანებას არ სჯერა,რომ ,,ეკლესიასთან’’ შეძლებენ საერთო ენის გამონახვას გენდერულ საკითხებში.

2021 წლის 3 თებერვალს ლგბტ-ცენტრის ,,ჩვენი სამყარო’’ ექსპერტმა ანდრეი კრავჩუკმა ლგბტ-ს მთავარ მტრად უკრაინაში ,,ძირითადად ეკლესია’’ დაასახელა.

ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაციის დროს უკრაინაში სექსუალური უმცირესობის მდგომარეობის შესახებ, ანდრეი კრავჩუკმა აღნიშნა, რომ ,, ძირითადი ეკლესიები’’ არა მხოლოდ  ოპონენტებია მათთვის, არამედ ,,ღია მტრები არიან უკრაინაში ლგბტ საზოგადოების’’.

«მე ძალიან მინდა შემეძლოს თქმა, მე მინდა მჯეროდეს იმისა, რომ მივაღწევთ ურთიერთპატივისცემას ადგილობრივ ეკლესიასთან, საერთო ენის გამონახვას შევძლებთ... მაგრამ მე ამის უკვე აღარ მჯერა. 20 წელი ჩვენ დუმილს ვაწყდებით, ან ჩვენი წინადადებების უარყოფას რელიგიური ლიდერების მხრიდან », – აღნიშნა კრავჩუკმა.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ,,უკრაინაში ეკლესია უარყოფს ნებისმიერ წინ გადადგმულ ნაბიჯს ლგბტ ადამიანების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და საგრძნობლად კონსერვატორულია თავის ერთმორწმუნე დასვლელი თანამოაზრეების მიმართ’’.

კრავჩუკი თვლის, რომ უკრაინის ეკლესიები თავიანთ მთავარ ამოცანად  ლგბტ უფლებების და გენდერული თანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლას ხედავენ, და ამ ბრძოლაში იყენებენ ,,უსამართლო, ცინიკურ და ცრუ პროპაგანდას’’.

ადრე მჟკ წერდა, რომ უკრაინის უმაღლესმა რადამ გაამკაცრა სასჯელი ლგბტ და ტრანსგენდერების უფლებების დამრღვევების მიმართ.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

გაღიზიანებთ თუ არა კინემატოგრაფიაში ლგბტ სცენების დომინირება?
დიახ
100%
არა
0%
მიჭირს პასუხის გაცემა
0%
სულ ხმა მისცა: 2

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus